ლაგოდეხის წყალმომარაგებას 6 ნახევარი მილიონი ლარი მოხმარდება


2013-06-07

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ხელმძვანელობა ქ. ლაგოდეხის მოსახლეობას შეხვდა და ლაგოდეხის წყალმომარაგებისა და შიდა ქსელების რეაბილიტაციის სამომავლო პროექტები გააცნო.

კომპანიის მენეჯმენტის განცხადებით მომავალი წლიდან საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია 6, 5 მილიონ ლარს დახარჯავს  ქალაქ  ლაგოდეხის სრული წყალმომარაგების და შიდა ქსელების რეაბილიტაციისთვის. სამშენებლო სარეაბილიტაციო პროექტები ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ გამოყოფილი თანხებით მოხდება.

კომპანიის მენეჯმენტმა ლაგოდეხის სათავე ნაგებობა დაათვალიერა. კომპანიის ტექნიკური დირექტორის განცხადებით პრეტენზიები ლაგოდეხში წყლის ხარისხთან დაკავშირებით სრულიად უსაფუძვლოა და ადგილობრივ მოსახლეობას  ლაგოდეხში უსაფრთხო, სტანდარტთან შესაბამისი სასმელი წყალი მიეწოდება. 




სიახლეები