აბაშის მუნიციპალიტეტის ცხრა სოფელში წყალმომარაგების ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს


2018-11-11

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორთან ეკატერინე გალდავასთან, მარტვილისა და აბაშის მაჟორიტარ დეპუტატთან, ოთარ დანელიასთან და აბაშის მუნიციპალიტეტის მერთან, ლევან მაკალათიასთან ერთად  აბაშის მუნიციპალიტეტში მიმდინარე წყალმომარაგების ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა. 
აბაშის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოები  2018 წლის გაზაფხულზე დაიწყო. პროექტის დასრულება მომავალი წლის თებერვალში იგეგმება, რის შემდეგაც ქალაქისა და 9 სოფლის  წყალმომარაგება გაუმჯობესდება.

პროექტს 12 მილიონი ლარით აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს.  
ქ. აბაშაში და მიმდებარე სოფლებში არსებული მაგისტრალური მილსადენი წლებია რეაბილიტაციას საჭიროებს.  ვინაიდან მილები, რომლითაც მოსახლეობა სარგებლობს არის აზბესტის და ამორტიზებულია. სიძველის გამო ხშირია დაზიანებები და წყალმომარაგების შეფერხებით მიწოდება.

 პროექტის ფარგლებში 15 კმ. სიგრძის მონაკვეთზე აზბესტის მაგისტრალური მილსადენი  პოლიეთილენის ახალი მილსადენებით შეიცვლება. სამუშაოების დასრულების შედეგად, 4 000-მდე ადგილობრივი მაცხოვრებელი ხარისხიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი და მომავალი წლის გაზაფხულიდან თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, განახლებული წყლის ინფრასტრუქტურით ისარგებლებენ.  




სიახლეები