ვალეში წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაციის სამუშაოები დასრულდა


2018-10-18

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ახალციხის სერვის ცენტრის თანამშრომლებმა ქალაქ ვალეში წყლის სისტემის მოწესრიგების სამუშაოები დაასრულეს.

სამუშაოების ფარგლებში, რეაბილიტაცია ჩაუტარდა წყალმომარაგების ქსელს, ამორტიზებული მილი ახლით შეიცვალა, აღდგენითი სამუშაოები შესრულდა ვალეს წყალმიმღებ ნაგებობაზე და გაიწმინდა სადრენაჟე სისტემა. შედეგად, მნიშვნელოვნად შემცირდება წყლის დანაკარგი.

სამუშაოები გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ საკუთარი რესურსით განახორციელა.

ქალაქ ვალეში დაგეგმილია წყალმომარაგების ქსელის მშენებლობა, პროექტი, სავარაუდოდ, 2019 წელს დაიწყება. სამუშაოების დასრულების შემდეგ, მოსახლეობა უწყვეტი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.




სიახლეები

301 Moved Permanently

Moved Permanently

The document has moved here.