დუშეთის მუნიციპალიტეტში დამატებით 500-მდე ადამიანს სტაბილური წყალმომარაგება ექნება


2018-09-05

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია მუნიციპალიტეტებში წყალმომარაგების სისტემების მოწესრიგებასა და განახლებას აქტიურად აგრძელებს.

ამჯერად, წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია დუშეთის მუნიციპალიტეტში, მილახვრიაანთ კარში სრულდება.

აღნიშნულ დასახლებაში მცხოვრები 150-მდე ოჯახი რამდენიმე ათეული წელია ცენტრალიზებული წყალმომარაგების სისტემით ვერ სარგებლობს. პროექტის ფარგლებში ამორტიზირებული და მოძველებული მილები ახლით იცვლება. ასევე, წყლის რაციონალურად გამოყენების მიზნით, აბონენტების ინდივიდუალური გამრიცხველიანება მოხდება.

სამუშაოების დასრულების შემდეგ, 500-მდე მაცხოვრებელისთვის საყოფაცხოვრებო პირობები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება და მოსახლეობა უწყევტი სასმელი წყლით იქნება უზრუნველყოფილი.




სიახლეები