ქალაქ ლაგოდეხსა და ლაგოდეხის რამდენიმე მუნიციაპლიტეტში წყალმომარაგების მიწოდება აღდგა


2018-08-13

დაზიანებული წყლის სათავე ნაგებობის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შედეგად, ადგილობრივ მოსახლეობას სასმელი წყალი უკვე მიეწოდება.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის თანამშრომლები დილიდან სათავე ნაგებობასთან აღდენით სამუშაოებს ახორციელებდნენ. ადგილზე მობილიზებული იყო მძიმე ტექნიკა და საავარიო ჯგუფები.

პარალელურად, კომპანია მთელი დღის განმავლობაში მოსახლეობას სასმელ წყალს წყალმზიდი მანქანების საშუალებით აწვდიდა.

ძლიერმა წვიმამ პრობლემები წყალმომარაგების კუთხით ქ. ლაგოდეხსა და რამდენიმე მუნიციპალიტეტშიც შექმნა.




სიახლეები