ტურისტულ ზონებში წყალარინების შიდა ქსელების მოწესრიგება გრძელდება


2018-08-07

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ტურისტულ ზონებში წყალარინების შიდა ქსელების მოწესრიგებას აგრძელებს.

კომპანიის სამცხე-ჯავახეთის რეგიონულმა ფილიალმა სამუშაოები ამჯერად ბაკურიანში, კერძოდ წერეთლის ქუჩაზე დაასრულა. პროექტი კომპანიამ საკუთარი რესურსით განახორციელა.

აღნიშნულ უბანში ტურისტულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე მოთხოვნა ყოველწლიურად მზარდია. სამუშაოები ითვალისწინებდა, უბნის საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციასა და მშენებარე ტურისტული ობიექტებისთვის გამართული ინფრასტრუქტურის მოწყობას.

წერეთლის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთებზე საკანალიზაციო სისტემა დღემდე არ არსებობდა.




სიახლეები