კომპანიის დირექტორის მოადგილე საოპერაციო საკითხებში მაია გიქოშვილი იქნება


2018-06-22

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორს ახალი მოადგილე ჰყავს. მაია გიქოშვილი საოპერაციო საკითხების მართვას ჩაიბარებს. კომპანიის დირექტორმა, ეკატერინე გალდავამ ახალი მოადგილე თანამშრომლებს ოფიციალურად წარუდგინა.

მაია გიქოშვილს სახელმწიფო კომპანიაში მუშაობისა და საერთაშორისო ფინანსურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნია. 2010-2018 წლებში იყო კომპანია „ენერგოტრანს“-ის დირექტორის მოადგილე პროექტების მართვის საკითხებში. იმ პერიოდში სხვადასხვა საპასუხისმგებლო საქმიანობასთან ერთად, კოორდინაციას უწევდა პროექტების განხორციელებას საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან (ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკი, ევროპის საინვესტიციო ბანკი, ევროკავშირის სამეზობლო საინვესტიციო ფონდი). 2006-2010 წლებში ხელმძღვანელობდა მუნიციპალური განვითარების ფონდის სასესხო და საინვესტიციო დეპარტამენტს. მანამდე კი იყო გერმანიის განვითარების ბანკის (KfW) წარმომადგენლობაში   პროექტის მენეჯერი. 1992-2002 წლებში საქართველოს ეროვნულ ბანკში ეკავა სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობა.

მაია გიქოშვილი პროფესიით ეკონომისტია. მაკროეკონომიკაში მაგისტრის ხარისხი 2002 წელს ვილიამს კოლეჯში (აშშ) მიენიჭა. დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი.

 

 




სიახლეები