კომპანიაში კონტრაქტორებთან პრობლემების გადაჭრის გზებზე იმსჯელეს


2018-06-19

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის მოადგილე, გრიგოლ კაცია, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი, ეკატერინე გალდავა,   მოადგილები - ირაკლი ურუშაძე და ზაზა სიხარულიძე საერთაშორისო და ადგილობრივი კონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრის მიზანი იყო რეგიონებში წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტების მიმდინარეობისას წარმოქმნილი პრობლემების დროულად გადაჭრის გზების განხილვა. მსჯელობის საგანს მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესში წარმოქმნილი სირთულეები, მათი კოორდინირებულად და ერთობლივად მოგვარების საკითხებიც წარმოადგენდა.

გრიგოლ კაციამ და კომპანიის ხელმძღვანელობამ კონტრაქტორებს სამომავალო თანამშრომლობის გეგმები და პროექტების უფრო ეფექტიანად განხორციელების შესახებ თავიანთი მოსაზრებები გააცნეს.

კომპანიის ახალი მენეჯმენტი რეგიონებში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას დეტალურად ეცნობა. ადგილზე ვითარების შესწავლის პარალელურად იმართება შეხვედრები სამშენებლო და საზედამხედველო კომპანიებთან, რომლის მიზანი არსებული პრობლემების დროულად აღმოფხვრა და სამუშაოების ტემპის დაჩქარებაა.

კომპანიის მიზანია, პარტნიორებთან ერთად უზრუნველყოს პროექტების მიმდინარეობისას წარმოქმნილი ყველა საკითხის უმოკლეს ვადებში გადაჭრა.




სიახლეები