გიორგი კობერიძემ 84 წლის ელგუჯა ჩარკვიანს „მადლობის სიგელი“ და ფულადი ჯილდო გადასცა


2018-05-22

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა, გიორგი კობერიძემ, ონის სერვის-ცენტრის უხუცეს თანამშრომელს, წყალმომარაგების სფეროში 50 წლის განმავლობაში გაწეული თანამშრომლობისთვის მადლობის სიგელი და ფულადი ჯილდო გადასცა.

84 წლის ელგუჯა ჩარკვიანი წყალმომარაგების დარგს 1968 წლიდან ემსახურება, ნახევარი საუკუნის განმავლობაში სხვადასხვა პოზიცია ეკავა, ხოლო კომპანიის ონის სერვის-ცენტრში დაარსების დღიდან მუშაობს.




სიახლეები