ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები ბაკურიანის სათავე ნაგებობაზე


2012-02-23

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ და გაერთიანებულმა წყალმომარაგების კომპანიამ ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს ბაკურიანის წყალგამწმენდი ნაგებობა დაათვალიერებინა.
წყალმომარაგების კომპანიის მიერ გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში სტუდენტები სხვადასხვა რეგიონებში სათავე ნაგებობებს და რეზერვუარებსაც დაათვალიერებენ, დააკვირდებიან რეგიონებში სასმელი წყლის მიწოდების პროცესს, გაეცნობიან მიმდინარე პრობლემებს და კვალიფიციურ სპეციალისტებთან ერთად პრობლემის გადაჭრის გზებზე იმუშავებენ.
როგორც გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ირაკლი კვაშილავა აცხადებს, ერთ თვიანი კონკურსის შემდეგ სამი გამარჯვებული სტუდენტი სტაჟირებას კომპანიის მიერ შექმნილ ტრეინინგ-ცენტრში გაივლის და ამის შემდეგ დასაქმდებიან.  

 




სიახლეები

301 Moved Permanently

Moved Permanently

The document has moved here.