ქ. ჯვარის 24 საათიანი წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს


2018-02-28

ქ. ჯვარის მოსახლეობას წლის ბოლოდან  უწყვეტი წყალმომარაგება ექნება.   ინფრასტრუქტურულ პროექტის განხორციელებისთვის 19 მილიონი ლარი დაიხარჯება. სამუშაოების დასრულების შედეგად,  10 000-მდე ადგილობრივი მაცხოვრებელი 24 საათიანი, ხარისხიანი სასმელი წყლით იქნება უზრუნველყოფილი.

მიმდინარე სამუშაოებს  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ზურაბ ალავიძე, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორთან, გიორგი კობერიძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელებთან ერთად ადგილზე გაეცნო.

პროექტი ითვალისწინებს წყალმომარაგების მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელის, სატუმბი სადგურის, ჭაბურღილებისა და რეზერვუარის მშენებლობა-რეაბილიტაციას.  

ქ, ჯვარს, ამორტიზებული წყალმომარაგების ქსელის გამო, ათეული წლებია წყალი შეფერხებით მიეწოდება.  

პროექტს, აზიის განვითარების ბანკის (ADB) ფინანსური მხარდაჭერით,  გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ახორციელებს.  სამუშაოებს აზერბაიჯანულ კომპანია "AS Inshaat-N“-ი ასრულებს,  რომელსაც წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციის მიმართულებით მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნია.

 




სიახლეები