ახალი ტექნიკა გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას


2011-12-22

წყალმომარაგების სისტემებზე არსებული ავარიების გამოვლენა და აღმოფხვრა დღეიდან უფრო ოპერატიულად მოხდება. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ 15 ერთეული "ფიატის" მარკის ავტომობილი შეიძინა. აქამდე გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის საავარიო ბრიგადებს მსგავსი სახის ტექნიკა საკმარისი რაოდენობით არ ჰქონდათ, რის გამოც დაზიანებების აღმოფხვრა გვიანდებოდა. აღნიშნული ავტომობილები ყველა რეგიონულ ფილიალს გადაეცემა. მათი საშუალებით, საავარიო ჯგუფები დაზიანებების გამოვლენა-აღმოფხვრას ოპერატიულად შეძლებენ, რაც კომპანიის მომსახურების ხარისხს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. როგორც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა აღნიშნა, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით აღჭურვა ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ მივაღწიოთ დასახულ მიზანს, რასაც საქართველოს რეგიონების ყოველდღიური წყალმომარაგება ქვია. 2012 წელი ამ თვალსაზრისით გარდამტეხი წელი იქნება.




სიახლეები