ზუგდიდს წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემა ექნება


2018-02-02

ზუგდიდის მოსახლეობას, მიმდინარე წლის ბოლოდან, 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება. ქ. ზუგდიდის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის პროექტს შპს ,,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია’’ ახორციელებს.

პროექტის ფარგლებში ეწყობა წყალმომარაგების მაგისტრალური მილსადენი, გამანაწილებელი ქსელი და ჭაბურღილები, ასევე, შენდება სატუმბი სადგური, საქლორატორო და რეზერვუარები. მიმდინარეობს მოსახლეობის ინდივიდუალური გამრიცხველიანება. ამ დროისთვის, სამუშაოების 67% შესრულებულია.

ზუგდიდში წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემა დღემდე არ არსებობდა და მოსახლეობის ძირითადი ნაწილი ინდივიდუალური ჭებითა და საუბნო ჭაბურღილებით სარგებლობდა. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ქალაქს ათწლეულების განმავლობაში გადაუჭრელი პრობლემა მოუგვარდება და ხარისხიანი სასმელი წყლის უწყვეტ რეჟიმში მიწოდება განხორციელდება.

პროექტის ღირებულება 94 135 807 ლარია და მას აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს. პროექტის ფარგლებში დასაქმებულია საქართველოს 203 მოქალაქე. სამუშაოები  2018 წლის დეკემბერში დასრულდება.




სიახლეები

301 Moved Permanently

Moved Permanently

The document has moved here.