ფოთში 80 კილომეტრიანი წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება


2011-11-21

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ქალაქ ფოთში წელიწადზე მეტია წყალმომარაგების 80 კილომეტრის სიგრძის ქსელის რეაბილიტაციას ახორციელებს.

აღნიშნული ქსელი სრულად ამორტიზირებული იყო და სასმელი წყალი სანიტარულად ნაკლებად დაცული იყო. ამჟამად, ფოთში მრავალ სართულიანი კორპუსების ახალ ქსელზე გადართვითი სამუშაოები მიმდინარეობს, რის შედეგადაც ქალაქის პირველ, მეორე და მესამე სექტორებს  წყალმომარაგების გრაფიკი გაეზრდებათ და  სასმელი წყლის ხარისხი გაუუმჯობესდებათ. ქსელის სრული რეაბილიტაცია ერთ თვეში დასრულდება.

ქალაქის დანარჩენი სამი სექტორის წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაცია პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს და იგი 2012 წლის ზაფხულში დასრულდება.

ამჟამად ქალაქის მოსახლეობის 40%–ს სასმელი წყალი ყოველდღიურად 5 საათით მიეწოდება, ხოლო 60%–ს იგივე ხანგძლივობით დღეგამოშვებით.

 




სიახლეები

301 Moved Permanently

Moved Permanently

The document has moved here.