სიახლეები
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია

„ჩვენ ვართ პარტნიორები და თქვენთან ერთად უნდა მივაღწიოთ იმას, რომ სამშენებლო სფეროში მდგომარეობა გავაუმჯობესოთ. სახელმწიფო ამ პროცესში მხარს დაგიჭერთ, მათ შორის, საკანონმდებლო ცვლილებებითაც, რადგან პარტნიორობა, პირველ რიგში, პასუხისმგებლობას ნიშნავს,” – განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ „ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის” (ICCA) მიერ ორგანიზებულ ფორუმზე.
საქართველოს მთავრობისა და „ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის“ თანაორგანიზებით გამართულ გაფართოებულ სამუშაო შეხვედრაზე საუბარი შეეხო 2026 წელს განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, ფასთან ინდექსაციის ახალ წესს, სამშენებლო რესურსების სარეკომენდაციო საბაზრო ღირებულებებს, ასევე შრომისა და ტექნიკისა ღირებულებების განსაზღვრის ახალ მიდგომებს. მონაწილეებმა ასევე იმსჯელეს იმ ცვლილებებზე, რომლებიც სამშენებლო სექტორის უფრო ეფექტიან და გამჭვირვალე ფუნქციონირებას ისახავს მიზნად.
რევაზ სოხაძემ დარგის წარმომადგენლებს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მსგავსი შეხვედრები მნიშვნელოვანია გამოწვევების, მოსაზრებებისა და ხედვების გასაზიარებლად. მისი თქმით, სამინისტროსთვის პრიორიტეტია არა მხოლოდ საკანონმდებლო ბაზის სრულყოფა, არამედ მიღებული ცვლილებების ეფექტიანი განხორციელებაც.
„როდესაც ამ ცვლილებებზე მუშაობა დავიწყეთ, თავიდანვე ნათელი იყო, რომ სამშენებლო სექტორს სისტემური გაჯანსაღება სჭირდებოდა. მნიშვნელოვანი ნაბიჯები უკვე გადავდგით საკანონმდებლო მიმართულებით და ამ პროცესს კვლავაც გავაგრძელებთ, თუმცა ცვლილებები მხოლოდ კანონებით არ სრულდება — აუცილებელია, შეიცვალოს მიდგომებიც და პრაქტიკაც. როდესაც საქმე სახელმწიფო ბიუჯეტსა და მოქალაქეების ფულით შექმნილ ინფრასტრუქტურას ეხება, ხარისხის მიმართ კომპრომისი დაუშვებელია. სახელმწიფოს მოთხოვნა ერთია — ყველა პროექტი უმაღლესი სტანდარტით შესრულდეს,” – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
მინისტრმა ყურადღება გაამახვილა კომპანიების პასუხისმგებლობაზეც და აღნიშნა, რომ სახელმწიფო მაქსიმალურად უწყობს ხელს ქართული სამშენებლო კომპანიების განვითარებას, თუმცა მათ ტენდერში მონაწილეობამდე საკუთარი შესაძლებლობები რეალისტურად უნდა შეაფასონ. მისი განცხადებით, მიუხედავად ხარისხის კონტროლის გამკაცრებისა, კვლავ ფიქსირდება უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების შემთხვევები.
„ჩვენი მიზანი არ არის რომელიმე კომპანია დაზარალდეს, მაგრამ ხარისხთან დაკავშირებით კომპრომისი არ იქნება. ამავდროულად, ჩვენ ვგულშემატკივრობთ ქართულ სამშენებლო კომპანიებს და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ისინი გაძლიერდნენ და განვითარდნენ,” – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი, მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის უფროსი გურამ დუმბაძე, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს, ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და კერძო სამშენებლო სექტორის წარმომადგენლები.
ბოლო განახლებები და მნიშვნელოვანი ინფორმაცია

31 აგვისტო, 2026
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მოსულმა უხვმა ნალექმა მდინარეების ადიდება და წყლის ნაკადის მკვეთრი მატება გამოიწვია. სტიქიურმა პროცესებმა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა დაბა ნარუჯის წყალმომარაგების სისტემას.

26 აგვისტო, 2026
17 მილიონი ლარის ღირებულების პროექტის ფარგლებში მოეწყო ცენტრალური მაგისტრალური მილსადენი, ახალი ჭაბურღილი, რეზერვუარი, წყალმომარაგების ქსელი, საქლორატორო და სისტემის გამართული ფუნქციონირებისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტუ...

21 აგვისტო, 2026
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ახალი რეზერვუარის მოწყობა, არსებული რეზერვუარის რეაბილიტაცია და სატუმბი სადგურის მშენებლობა. ასევე, მოეწყობა 11 კმ - მდე სიგრძის მაგისტრალური მილსადენი და 63 კმ - მდე წყალმომარაგების...

6 აგვისტო, 2026
საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის, გიორგი კობერიძის განცხადებით, მოსახლეობის ჩართულობა ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვის პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია.

31 ივლისი, 2026
ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ გიორგი კობერიძემ და შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ დირექტორმა ბესიკ ჯიქურაულმა წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორში საპროექტო და სამშენებლო მიმართულები...

30 ივლისი, 2026
არმაზის დასახლებაში აშენდება 200 მ³ მოცულობის ახალი რეზერვუარი და საქლორატორო, ხოლო სოფელ ქსანში მოეწყობა სატუმბი სადგური და მაგისტრალური მილსადენი.