საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია

სიახლეები

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია

რევაზ სოხაძე - ჩვენი პრიორიტეტია ხარისხიანი ინფრასტრუქტურის განვითარება და ძლიერი ქართული კომპანიების ჩამოყალიბების ხელშეწყობა

რევაზ სოხაძე - ჩვენი პრიორიტეტია ხარისხიანი ინფრასტრუქტურის განვითარება და ძლიერი ქართული კომპანიების ჩამოყალიბების ხელშეწყობა
16 ნოემბერი, 2026

„ჩვენი ორი მთავარი პრიორიტეტია ქვეყანაში ძლიერი და ხარისხიანი ინფრასტრუქტურის განვითარება და ძლიერი ქართული კომპანიების ჩამოყალიბების ხელშეწყობა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში საგზაო ინფრასტრუქტურაში მილიარდობით ლარი დაიხარჯა, ძლიერი ქართული საგზაო კომპანიების რაოდენობა ჯერ კიდევ მცირეა. სწორედ ამიტომ ვდგამთ აქტიურ ნაბიჯებს მათი შესაძლებლობების გასაზრდელად“- ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ კონფერენციაზე „ბიზნესგარემო საქართველოში - დიალოგი მთავრობასა და ბიზნესს შორის“ განაცხადა.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაზე რევაზ სოხაძემ მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში „საქართველოს ეკონომიკური გარემო, გამოწვევები, პრიორიტეტები და განვითარების პერსპექტივები“.

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ქართული კომპანიების გაძლიერების მიმართულებით განხორციელებულ ცვლილებებზე. მისი განცხადებით, უკვე შეიქმნა შესაძლებლობა, ქართულმა კომპანიებმა საერთაშორისო ტენდერებში მიიღონ მონაწილეობა. ამასთან, კახეთის შემოვლითი გზის ორ ლოტზე ტენდერის შეფასების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმი ქართული კომპანიების 50%-იანი მონაწილეობა იქნება ქვეკონტრაქტორის სახით.

რევაზ სოხაძემ ისაუბრა საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების გეგმებზეც. მისი თქმით, მომდევნო 5-7 წლის განმავლობაში დამატებით 600 კილომეტრი მაგისტრალის მშენებლობა იგეგმება.

მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა რეგიონების თანაბარი განვითარების მნიშვნელობას, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და წყალმომარაგების პროექტებს. მისი განცხადებით, მთავრობის გადაწყვეტილებით, იწყება ათწლიანი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც საქართველოს დიდ ქალაქებსა და ტურისტულ დაბებში მოეწყობა წყალარინების სისტემები და გამწმენდი ნაგებობები. პარალელურად, გრძელდება სოფლების წყალმომარაგების პროექტები, ხოლო მომავალი წლიდან ყველა მუნიციპალური ცენტრი 24-საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.

სოხაძემ ყურადღება გაამახვილა ინფრასტრუქტურული პროექტების ხარისხის კონტროლისა და სატენდერო ფასების სამართლიანად განსაზღვრის მნიშვნელობაზეც. როგორც მან აღნიშნა, ფასების განსაზღვრისას საბაზრო ღირებულებები იქნება გათვალისწინებული, ხოლო ხარისხის კონტროლის მექანიზმების გაძლიერება სამინისტროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.

მინისტრმა ისაუბრა კერძო სექტორთან აქტიური დიალოგის მნიშვნელობაზეც და აღნიშნა, რომ სახელმწიფოს მთავარი ამოცანაა, დაიცვას საჯარო ინტერესი და ამავდროულად ბიზნესთან გონივრული ბალანსი იპოვოს.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი, მთავრობის წევრები და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა BAG ინდექსის პრეზენტაცია და დისკუსიები, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკურ გარემოს, ბიზნესის გამოწვევებსა და განვითარების პერსპექტივებს შეეხებოდა. კონფერენცია კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.


სხვა სიახლეები

ბოლო განახლებები და მნიშვნელოვანი ინფორმაცია

ყველა სიახლე
სოფელ კაჭრეთსა და ზემო კაჭრეთში წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესების სამუშაოები დასრულებულია

12 ნოემბერი, 2026

სოფელ კაჭრეთსა და ზემო კაჭრეთში წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესების სამუშაოები დასრულებულია

სოფელ კაჭრეთსა და ზემო კაჭრეთში 24-საათიანი, უწყვეტი წყალმომარაგებით 3 400-მდე ბენეფიციარი უკვე სარგებლობს.

წაიკითხე მეტი
ქალაქ გურჯაანში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა

11 ნოემბერი, 2026

ქალაქ გურჯაანში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ქალაქ გურჯაანში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პროექტს ახორციელებს.

წაიკითხე მეტი
ბესიკ ჯიქურაული მსოფლიო ბანკის მიერ ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრას „საქართველოს წყლისა და წყალარინების სექტორის სტრატეგიული დიალოგი“ დაესწრო

7 ოქტომბერი, 2026

ბესიკ ჯიქურაული მსოფლიო ბანკის მიერ ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრას „საქართველოს წყლისა და წყალარინების სექტორის სტრატეგიული დიალოგი“ დაესწრო

შეხვედრის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა წყლისა და წყალარინების სექტორის განვითარების ძირითად მიმართულებებზე, მათ შორის, კომუნალური მომსახურების ეფექტიანობისა და ოპერაციული საქმიანობის გაუმჯობესებაზე, ჩამდინარე წყლების...

წაიკითხე მეტი
სტიქიის შედეგად დაბა ნარუჯის წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად დაზიანდა

31 აგვისტო, 2026

სტიქიის შედეგად დაბა ნარუჯის წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად დაზიანდა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მოსულმა უხვმა ნალექმა მდინარეების ადიდება და წყლის ნაკადის მკვეთრი მატება გამოიწვია. სტიქიურმა პროცესებმა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა დაბა ნარუჯის წყალმომარაგების სისტემას.

წაიკითხე მეტი
მუხრანში წყალმომარაგების ახალი სისტემა მოეწყო — მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაც

26 აგვისტო, 2026

მუხრანში წყალმომარაგების ახალი სისტემა მოეწყო — მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაც

17 მილიონი ლარის ღირებულების პროექტის ფარგლებში მოეწყო ცენტრალური მაგისტრალური მილსადენი, ახალი ჭაბურღილი, რეზერვუარი, წყალმომარაგების ქსელი, საქლორატორო და სისტემის გამართული ფუნქციონირებისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტუ...

წაიკითხე მეტი
სოფლების - ცხვარიჭამიას, თეზამისა და კევლიანის 24 - საათიანი წყალმომარაგებისთვის სამუშაოები აქტიურად გრძელდება

21 აგვისტო, 2026

სოფლების - ცხვარიჭამიას, თეზამისა და კევლიანის 24 - საათიანი წყალმომარაგებისთვის სამუშაოები აქტიურად გრძელდება

პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ახალი რეზერვუარის მოწყობა, არსებული რეზერვუარის რეაბილიტაცია და სატუმბი სადგურის მშენებლობა. ასევე, მოეწყობა 11 კმ - მდე სიგრძის მაგისტრალური მილსადენი და 63 კმ - მდე წყალმომარაგების...

წაიკითხე მეტი