საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია

სიახლეები

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია

სოფელ კაჭრეთსა და ზემო კაჭრეთში წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესების სამუშაოები დასრულებულია

სოფელ კაჭრეთსა და ზემო კაჭრეთში წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესების სამუშაოები დასრულებულია
12 ნოემბერი, 2026

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთსა და ზემო კაჭრეთში წყალმომარაგების სისტემის ცენტრალიზაციისა და განახლების პროექტი დაასრულა.

პროექტის ფარგლებში მოეწყო ოთხი ახალი ჭაბურღილი, აშენდა ორი 500 მ³ მოცულობის რეზერვუარი და ორი საქლორატორო. ასევე, მოეწყო 42 კმ სიგრძის წყალმომარაგების ქსელი და დამონტაჟდა 1361 ერთეული AMR ტიპის აღრიცხვის კვანძი.

ერთ-ერთი ჭაბურღილის ექსპლუატაციიდან ერთი წლისა და ორი თვის შემდეგ წყალში სულფატების კონცენტრაციის მატება დაფიქსირდა. წყლის ხარისხის შესაბამისი მაჩვენებლების უზრუნველსაყოფად, კონტრაქტორმა კომპანიამ დამატებით დაამონტაჟა უკუოსმოსის ტექნოლოგიაზე დაფუძნებული წყლის გამწმენდი სისტემა.

სოფელ კაჭრეთსა და ზემო კაჭრეთში 24-საათიანი, უწყვეტი წყალმომარაგებით 3 400-მდე ბენეფიციარი უკვე სარგებლობს.

სხვა სიახლეები

ბოლო განახლებები და მნიშვნელოვანი ინფორმაცია

ყველა სიახლე
ქალაქ გურჯაანში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა

11 ნოემბერი, 2026

ქალაქ გურჯაანში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ქალაქ გურჯაანში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პროექტს ახორციელებს.

წაიკითხე მეტი
ბესიკ ჯიქურაული მსოფლიო ბანკის მიერ ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრას „საქართველოს წყლისა და წყალარინების სექტორის სტრატეგიული დიალოგი“ დაესწრო

7 ოქტომბერი, 2026

ბესიკ ჯიქურაული მსოფლიო ბანკის მიერ ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრას „საქართველოს წყლისა და წყალარინების სექტორის სტრატეგიული დიალოგი“ დაესწრო

შეხვედრის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა წყლისა და წყალარინების სექტორის განვითარების ძირითად მიმართულებებზე, მათ შორის, კომუნალური მომსახურების ეფექტიანობისა და ოპერაციული საქმიანობის გაუმჯობესებაზე, ჩამდინარე წყლების...

წაიკითხე მეტი
სტიქიის შედეგად დაბა ნარუჯის წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად დაზიანდა

31 აგვისტო, 2026

სტიქიის შედეგად დაბა ნარუჯის წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად დაზიანდა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მოსულმა უხვმა ნალექმა მდინარეების ადიდება და წყლის ნაკადის მკვეთრი მატება გამოიწვია. სტიქიურმა პროცესებმა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა დაბა ნარუჯის წყალმომარაგების სისტემას.

წაიკითხე მეტი
მუხრანში წყალმომარაგების ახალი სისტემა მოეწყო — მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაც

26 აგვისტო, 2026

მუხრანში წყალმომარაგების ახალი სისტემა მოეწყო — მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაც

17 მილიონი ლარის ღირებულების პროექტის ფარგლებში მოეწყო ცენტრალური მაგისტრალური მილსადენი, ახალი ჭაბურღილი, რეზერვუარი, წყალმომარაგების ქსელი, საქლორატორო და სისტემის გამართული ფუნქციონირებისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტუ...

წაიკითხე მეტი
სოფლების - ცხვარიჭამიას, თეზამისა და კევლიანის 24 - საათიანი წყალმომარაგებისთვის სამუშაოები აქტიურად გრძელდება

21 აგვისტო, 2026

სოფლების - ცხვარიჭამიას, თეზამისა და კევლიანის 24 - საათიანი წყალმომარაგებისთვის სამუშაოები აქტიურად გრძელდება

პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ახალი რეზერვუარის მოწყობა, არსებული რეზერვუარის რეაბილიტაცია და სატუმბი სადგურის მშენებლობა. ასევე, მოეწყობა 11 კმ - მდე სიგრძის მაგისტრალური მილსადენი და 63 კმ - მდე წყალმომარაგების...

წაიკითხე მეტი
ლაგოდეხში წყალმომარაგების პროექტთან დაკავშირებით საჯარო განხილვა გაიმართა

6 აგვისტო, 2026

ლაგოდეხში წყალმომარაგების პროექტთან დაკავშირებით საჯარო განხილვა გაიმართა

საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის, გიორგი კობერიძის განცხადებით, მოსახლეობის ჩართულობა ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვის პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია.

წაიკითხე მეტი