საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია

სიახლეები

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია

ბესიკ ჯიქურაული მსოფლიო ბანკის მიერ ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრას „საქართველოს წყლისა და წყალარინების სექტორის სტრატეგიული დიალოგი“ დაესწრო

ბესიკ ჯიქურაული მსოფლიო ბანკის მიერ ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრას „საქართველოს წყლისა და წყალარინების სექტორის სტრატეგიული დიალოგი“ დაესწრო
7 ოქტომბერი, 2026

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ბესიკ ჯიქურაული, მოადგილეებთან ერთად, მსოფლიო ბანკის მიერ ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრას “საქართველოს წყლისა და წყალარინების სექტორის სტრატეგიული დიალოგი“ დაესწრო. შეხვედრის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა წყლისა და წყალარინების სექტორის განვითარების ძირითად მიმართულებებზე, მათ შორის, კომუნალური მომსახურების ეფექტიანობისა და ოპერაციული საქმიანობის გაუმჯობესებაზე, ჩამდინარე წყლების მართვის საკითხებსა და კერძო სექტორის ჩართულობის შესაძლებლობებზე. მონაწილეებმა განიხილეს სექტორში არსებული მდგომარეობა, სტრატეგიული პრიორიტეტები და ძირითადი გამოწვევები. მსოფლიო ბანკის ექსპერტებმა და სექტორის წარმომადგენლებმა ასევე იმსჯელეს საინვესტიციო გეგმებზე, დაფინანსების საჭიროებებსა და ფინანსური მდგრადობის უზრუნველყოფის საკითხებზე. დიალოგის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს წყლისა და წყალარინების სექტორის შემდგომი განვითარების პრიორიტეტებს და იმ ნაბიჯებს, რომლებიც ინფრასტრუქტურის ეფექტიანობის, მომსახურების ხარისხისა და სექტორის მდგრადობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. შეხვედრას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, მსოფლიო ბანკის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და წყლის სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სხვა სიახლეები

ბოლო განახლებები და მნიშვნელოვანი ინფორმაცია

ყველა სიახლე
სტიქიის შედეგად დაბა ნარუჯის წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად დაზიანდა

31 აგვისტო, 2026

სტიქიის შედეგად დაბა ნარუჯის წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად დაზიანდა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მოსულმა უხვმა ნალექმა მდინარეების ადიდება და წყლის ნაკადის მკვეთრი მატება გამოიწვია. სტიქიურმა პროცესებმა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა დაბა ნარუჯის წყალმომარაგების სისტემას.

წაიკითხე მეტი
მუხრანში წყალმომარაგების ახალი სისტემა მოეწყო — მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაც

26 აგვისტო, 2026

მუხრანში წყალმომარაგების ახალი სისტემა მოეწყო — მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაც

17 მილიონი ლარის ღირებულების პროექტის ფარგლებში მოეწყო ცენტრალური მაგისტრალური მილსადენი, ახალი ჭაბურღილი, რეზერვუარი, წყალმომარაგების ქსელი, საქლორატორო და სისტემის გამართული ფუნქციონირებისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტუ...

წაიკითხე მეტი
სოფლების - ცხვარიჭამიას, თეზამისა და კევლიანის 24 - საათიანი წყალმომარაგებისთვის სამუშაოები აქტიურად გრძელდება

21 აგვისტო, 2026

სოფლების - ცხვარიჭამიას, თეზამისა და კევლიანის 24 - საათიანი წყალმომარაგებისთვის სამუშაოები აქტიურად გრძელდება

პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ახალი რეზერვუარის მოწყობა, არსებული რეზერვუარის რეაბილიტაცია და სატუმბი სადგურის მშენებლობა. ასევე, მოეწყობა 11 კმ - მდე სიგრძის მაგისტრალური მილსადენი და 63 კმ - მდე წყალმომარაგების...

წაიკითხე მეტი
ლაგოდეხში წყალმომარაგების პროექტთან დაკავშირებით საჯარო განხილვა გაიმართა

6 აგვისტო, 2026

ლაგოდეხში წყალმომარაგების პროექტთან დაკავშირებით საჯარო განხილვა გაიმართა

საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის, გიორგი კობერიძის განცხადებით, მოსახლეობის ჩართულობა ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვის პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია.

წაიკითხე მეტი
ინფრასტრუქტურის სამინისტროში წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორში მომუშავე კომპანიებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

31 ივლისი, 2026

ინფრასტრუქტურის სამინისტროში წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორში მომუშავე კომპანიებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ გიორგი კობერიძემ და შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ დირექტორმა ბესიკ ჯიქურაულმა წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორში საპროექტო და სამშენებლო მიმართულები...

წაიკითხე მეტი
ქალაქ მცხეთაში არმაზის დასახლებასა და სოფელი ქსანში წყალმომარაგების სისტემის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

30 ივლისი, 2026

ქალაქ მცხეთაში არმაზის დასახლებასა და სოფელი ქსანში წყალმომარაგების სისტემის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

არმაზის დასახლებაში აშენდება 200 მ³ მოცულობის ახალი რეზერვუარი და საქლორატორო, ხოლო სოფელ ქსანში მოეწყობა სატუმბი სადგური და მაგისტრალური მილსადენი.

წაიკითხე მეტი