სიახლეები
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მოსულმა უხვმა ნალექმა მდინარეების ადიდება და წყლის ნაკადის მკვეთრი მატება გამოიწვია. სტიქიურმა პროცესებმა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა დაბა ნარუჯის წყალმომარაგების სისტემას.
ძლიერმა ნაკადმა სატუმბი სადგურის საძირკველი გამორეცხა, რის შედეგადაც ობიექტი ნაწილობრივ წყლით დაიფარა და მისი უსაფრთხო ექსპლუატაცია შეუძლებელი გახდა. ამასთან, დაზიანებულია სადგურის შემსვლელი და გამსვლელი მილსადენები, რაც სისტემაში წყლის მიღებასა და ქსელში მიწოდებას აფერხებს.
დაზიანების მასშტაბიდან და რთული ჰიდროლოგიური პირობებიდან გამომდინარე, აღდგენითი სამუშაოები რამდენიმე ეტაპს მოიცავს: წყლის დონის შემცირებასა და ობიექტთან უსაფრთხო მისასვლელის უზრუნველყოფას, ტერიტორიის გაწმენდას, სატუმბი სადგურისა და მილსადენების ტექნიკური მდგომარეობის შეფასებას, დაზიანებული მონაკვეთების აღდგენასა და სისტემის ეტაპობრივ გამოცდას.
ადგილზე მობილიზებულია გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ტექნიკური ჯგუფები და შესაბამისი ტექნიკა. სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, თუმცა მათი უსაფრთხოდ და სრულყოფილად შესრულების ტემპი მდინარეში წყლის დონესა და მეტეოროლოგიურ პირობებზეა დამოკიდებული.
შექმნილი ვითარების გამო, წყალმომარაგება დროებით შეზღუდული აქვს დაბა ნარუჯის მოსახლეობას. ცენტრალიზებული წყალმომარაგების სრულ აღდგენამდე მოსახლეობას სასმელი წყალი წყალმზიდების საშუალებით მიეწოდება.
კომპანია მუშაობს დაზიანებული ინფრასტრუქტურის უმოკლეს ვადაში აღსადგენად. სამუშაოების მიმდინარეობისა და წყალმომარაგების აღდგენის სავარაუდო ვადის შესახებ მოსახლეობას ინფორმაცია დამატებით ეცნობება.
ბოლო განახლებები და მნიშვნელოვანი ინფორმაცია

16 ნოემბერი, 2026
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაზე რევაზ სოხაძემ მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში „საქართველოს ეკონომიკური გარემო, გამოწვევები, პრიორიტეტები და განვითარების პერსპექტივები“.

12 ნოემბერი, 2026
სოფელ კაჭრეთსა და ზემო კაჭრეთში 24-საათიანი, უწყვეტი წყალმომარაგებით 3 400-მდე ბენეფიციარი უკვე სარგებლობს.

11 ნოემბერი, 2026
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ქალაქ გურჯაანში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პროექტს ახორციელებს.

7 ოქტომბერი, 2026
შეხვედრის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა წყლისა და წყალარინების სექტორის განვითარების ძირითად მიმართულებებზე, მათ შორის, კომუნალური მომსახურების ეფექტიანობისა და ოპერაციული საქმიანობის გაუმჯობესებაზე, ჩამდინარე წყლების...

26 აგვისტო, 2026
17 მილიონი ლარის ღირებულების პროექტის ფარგლებში მოეწყო ცენტრალური მაგისტრალური მილსადენი, ახალი ჭაბურღილი, რეზერვუარი, წყალმომარაგების ქსელი, საქლორატორო და სისტემის გამართული ფუნქციონირებისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტუ...

21 აგვისტო, 2026
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ახალი რეზერვუარის მოწყობა, არსებული რეზერვუარის რეაბილიტაცია და სატუმბი სადგურის მშენებლობა. ასევე, მოეწყობა 11 კმ - მდე სიგრძის მაგისტრალური მილსადენი და 63 კმ - მდე წყალმომარაგების...