სიახლეები
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ქალაქ გურჯაანში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პროექტს ახორციელებს. პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები დასრულების ეტაპზეა.
პროექტი ითვალისწინებს ვაზისუბნის არსებული სათავე ნაგებობის, I და II აწევის სატუმბი სადგურებისა და მათთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის სრულ რეაბილიტაციას.
პროექტის ფარგლებში რეაბილიტირდა 5 რეზერვუარი, მოეწყო 18.2 კმ სიგრძის მაგისტრალური მილსადენი და 25.3 კმ წყალმომარაგების ქსელი. გარდა ამისა, დამონტაჟდა 19 სახანძრო ჰიდრანტი და 4100 ერთეული AMR ტიპის აღრიცხვის კვანძი.
ქალაქ გურჯაანში წყალმომარაგების სისტემა ექსპლუატაციაში უკვე გაშვებულია. პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების შედეგად, 24-საათიანი, უწყვეტი წყალმომარაგება 10 300-მდე ბენეფიციარისთვის იქნება უზრუნველყოფილი.
ბოლო განახლებები და მნიშვნელოვანი ინფორმაცია

7 ოქტომბერი, 2026
შეხვედრის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა წყლისა და წყალარინების სექტორის განვითარების ძირითად მიმართულებებზე, მათ შორის, კომუნალური მომსახურების ეფექტიანობისა და ოპერაციული საქმიანობის გაუმჯობესებაზე, ჩამდინარე წყლების...

31 აგვისტო, 2026
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მოსულმა უხვმა ნალექმა მდინარეების ადიდება და წყლის ნაკადის მკვეთრი მატება გამოიწვია. სტიქიურმა პროცესებმა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა დაბა ნარუჯის წყალმომარაგების სისტემას.

26 აგვისტო, 2026
17 მილიონი ლარის ღირებულების პროექტის ფარგლებში მოეწყო ცენტრალური მაგისტრალური მილსადენი, ახალი ჭაბურღილი, რეზერვუარი, წყალმომარაგების ქსელი, საქლორატორო და სისტემის გამართული ფუნქციონირებისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტუ...

21 აგვისტო, 2026
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ახალი რეზერვუარის მოწყობა, არსებული რეზერვუარის რეაბილიტაცია და სატუმბი სადგურის მშენებლობა. ასევე, მოეწყობა 11 კმ - მდე სიგრძის მაგისტრალური მილსადენი და 63 კმ - მდე წყალმომარაგების...

6 აგვისტო, 2026
საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის, გიორგი კობერიძის განცხადებით, მოსახლეობის ჩართულობა ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვის პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია.

31 ივლისი, 2026
ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ გიორგი კობერიძემ და შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ დირექტორმა ბესიკ ჯიქურაულმა წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორში საპროექტო და სამშენებლო მიმართულები...