სიახლეები
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით ქვეყნის მასშტაბით საინფორმაციო შეხვედრების ჩატარებას განაგრძობს.
ამჯერად, შეხვედრები სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ქვემო ბოდბესა და ნუკრიანში გაიმართა. ადგილობრივ მოსახლეობას სასმელი წყლის რესურსების რაციონალური გამოყენების, მათი დაცვისა და დაზოგვის მნიშვნელობაზე გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ნებართვების, გარემოს დაცვისა და სოციალურ საკითხთა დეპარტამენტის უფროსი მაკა გოდერძიშვილი ესაუბრა.
შეხვედრებს ასევე ესწრებოდნენ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ოპერირებისა და ექსპლუატაციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე რამაზ მამულაშვილი, კომპანიის რეგიონული ოფისის წარმომადგენლები, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი მალხაზ ბეგიაშვილი და სოფელ ბოდბის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი ალექსანდრე კოჭლამაზიშვილი.
შეხვედრების მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია სასმელი წყლის რესურსების მნიშვნელობის, მათი დაცვის აუცილებლობისა და წყლის დაზოგვის პრაქტიკული გზების შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა წყლის პასუხისმგებლიან მოხმარებასა და თითოეული მოქალაქის როლზე წყლის რესურსების შენარჩუნების პროცესში.
შეხვედრები ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა. ადგილობრივ მოსახლეობას შესაძლებლობა ჰქონდა, მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე კითხვები დაესვა და კომპანიის წარმომადგენლებისგან ამომწურავი პასუხები მიეღო.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ზაფხულის პერიოდში სასმელი წყლის სარწყავი მიზნებისთვის გამოყენება მნიშვნელოვნად ზრდის ქსელზე დატვირთვას, რის გამოც ცალკეულ დასახლებებში მცირდება სისტემის დებიტი და ფერხდება სასმელი წყლის მიწოდება. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია სასმელი წყლის დანიშნულებისამებრ გამოყენება.
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრებს მომავალშიც გააგრძელებს. ინიციატივის მიზანია საზოგადოებაში წყლის დაზოგვის კულტურის გაძლიერება და სასმელი წყლის რაციონალური გამოყენების ხელშეწყობა.
ბოლო განახლებები და მნიშვნელოვანი ინფორმაცია

31 აგვისტო, 2026
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მოსულმა უხვმა ნალექმა მდინარეების ადიდება და წყლის ნაკადის მკვეთრი მატება გამოიწვია. სტიქიურმა პროცესებმა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა დაბა ნარუჯის წყალმომარაგების სისტემას.

26 აგვისტო, 2026
17 მილიონი ლარის ღირებულების პროექტის ფარგლებში მოეწყო ცენტრალური მაგისტრალური მილსადენი, ახალი ჭაბურღილი, რეზერვუარი, წყალმომარაგების ქსელი, საქლორატორო და სისტემის გამართული ფუნქციონირებისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტუ...

21 აგვისტო, 2026
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ახალი რეზერვუარის მოწყობა, არსებული რეზერვუარის რეაბილიტაცია და სატუმბი სადგურის მშენებლობა. ასევე, მოეწყობა 11 კმ - მდე სიგრძის მაგისტრალური მილსადენი და 63 კმ - მდე წყალმომარაგების...

6 აგვისტო, 2026
საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის, გიორგი კობერიძის განცხადებით, მოსახლეობის ჩართულობა ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვის პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია.

31 ივლისი, 2026
ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ გიორგი კობერიძემ და შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ დირექტორმა ბესიკ ჯიქურაულმა წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორში საპროექტო და სამშენებლო მიმართულები...

30 ივლისი, 2026
არმაზის დასახლებაში აშენდება 200 მ³ მოცულობის ახალი რეზერვუარი და საქლორატორო, ხოლო სოფელ ქსანში მოეწყობა სატუმბი სადგური და მაგისტრალური მილსადენი.