საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია

სიახლეები

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია

კასპში 1 800 ოჯახი უკვე სარგებლობს 24-საათიანი წყალმომარაგებით — ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობა გრძელდება

კასპში 1 800 ოჯახი უკვე სარგებლობს 24-საათიანი წყალმომარაგებით — ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობა გრძელდება
19 ნოემბერი, 2026

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტროს მოადგილეებთან, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორ ბესიკ ჯიქურაულთან, შიდა ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ სიმონ გულედანთან და კასპის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად, კასპში წყალმომარაგების მიმდინარე პროექტის დეტალებსა და ახალი სერვისცენტრის მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო. ქალაქ კასპსა და სოფლებში — იგოეთსა და მრგვალ ჭალაში წყალმომარაგების სისტემების მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტის დასრულების შემდეგ 8 000-მდე დამატებითი ბენეფიციარი უწყვეტი, 24-საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს. პროექტის ფარგლებში კასპში გათვალისწინებულია 18 კილომეტრამდე, ხოლო იგოეთსა და მრგვალ ჭალაში — 26 კილომეტრამდე წყალმომარაგების ქსელის მოწყობა. ასევე შენდება და რეაბილიტირდება რეზერვუარები, სატუმბი სადგურები და სათავე ნაგებობები. სამუშაოები მოიცავს გორისა და ქარელის წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის განახლებასაც. შედეგად, გორში, სადგურის დასახლებისა და გელდიაშვილის ქუჩის მოსახლეობა უკვე უზრუნველყოფილია სტაბილური წყალმომარაგებით. პარალელურად, კასპში შენდება გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ახალი სერვისცენტრი, ხოლო გორში არსებული სერვისცენტრის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. 31 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით ახორციელებს.

სხვა სიახლეები

ბოლო განახლებები და მნიშვნელოვანი ინფორმაცია

ყველა სიახლე
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე ხაშურში მიმდინარე წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა

რევაზ სოხაძემ აღნიშნა, რომ მომავალში ინფრასტრუქტურული პროექტები ისე დაიგეგმება და განხორციელდება, რომ მოსახლეობისთვის შექმნილი დისკომფორტი მაქსიმალურად შემცირდეს.

წაიკითხე მეტი
რევაზ სოხაძე სამტრედიის მოსახლეობას შეხვდა და ინფრასტრუქტურული სამუშაოებით გამოწვეული პრობლემები განიხილა

18 ნოემბერი, 2026

რევაზ სოხაძე სამტრედიის მოსახლეობას შეხვდა და ინფრასტრუქტურული სამუშაოებით გამოწვეული პრობლემები განიხილა

სამტრედიაში საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მშენებლობის ოთხ პროექტს ახორციელებს.

წაიკითხე მეტი
თერჯოლაში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზეა

18 ნოემბერი, 2026

თერჯოლაში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზეა

ქალაქ თერჯოლაში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზეა. პროექტის დასრულების შემდეგ 5 330-მდე ადგილობრივი მცხოვრები 24-საათიანი, უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებს.

წაიკითხე მეტი
რევაზ სოხაძე - ჩვენი პრიორიტეტია ხარისხიანი ინფრასტრუქტურის განვითარება და ძლიერი ქართული კომპანიების ჩამოყალიბების ხელშეწყობა

16 ნოემბერი, 2026

რევაზ სოხაძე - ჩვენი პრიორიტეტია ხარისხიანი ინფრასტრუქტურის განვითარება და ძლიერი ქართული კომპანიების ჩამოყალიბების ხელშეწყობა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაზე რევაზ სოხაძემ მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში „საქართველოს ეკონომიკური გარემო, გამოწვევები, პრიორიტეტები და განვითარების პერსპექტივები“.

წაიკითხე მეტი
სოფელ კაჭრეთსა და ზემო კაჭრეთში წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესების სამუშაოები დასრულებულია

12 ნოემბერი, 2026

სოფელ კაჭრეთსა და ზემო კაჭრეთში წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესების სამუშაოები დასრულებულია

სოფელ კაჭრეთსა და ზემო კაჭრეთში 24-საათიანი, უწყვეტი წყალმომარაგებით 3 400-მდე ბენეფიციარი უკვე სარგებლობს.

წაიკითხე მეტი
ქალაქ გურჯაანში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა

11 ნოემბერი, 2026

ქალაქ გურჯაანში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ქალაქ გურჯაანში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პროექტს ახორციელებს.

წაიკითხე მეტი