საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია

სიახლეები

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია

გურჯაანში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა — კაჭრეთსა და ზემო კაჭრეთში 3 400-მდე მცხოვრები უკვე სარგებლობს 24-საათიანი წყალმომარაგებით

გურჯაანში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა — კაჭრეთსა და ზემო კაჭრეთში 3 400-მდე მცხოვრები უკვე სარგებლობს 24-საათიანი წყალმომარაგებით
20 ნოემბერი, 2026

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ, მინისტრის მოადგილე გიორგი კობერიძესთან, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორ ბესიკ ჯიქურაულთან და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ პლატონ კალმახელიძესთან ერთად, გურჯაანში წყალმომარაგების განახლებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და განხორციელებული სამუშაოებისა და პროექტების შედეგების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

ქალაქ გურჯაანში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა. განახლებული სისტემა უკვე ექსპლუატაციაშია გაშვებული, ხოლო პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების სრულად დასრულების შედეგად 10 300-მდე ბენეფიციარისთვის 24-საათიანი, უწყვეტი წყალმომარაგება იქნება უზრუნველყოფილი.

პროექტი მოიცავს ვაზისუბნის სათავე ნაგებობის, პირველი და მეორე აწევის სატუმბი სადგურებისა და მათთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის სრულ რეაბილიტაციას.

უკვე რეაბილიტირებულია ხუთი რეზერვუარი, მოწყობილია 18,2 კილომეტრი მაგისტრალური მილსადენი და 25,3 კილომეტრი წყალმომარაგების ქსელი. ასევე დამონტაჟებულია 19 სახანძრო ჰიდრანტი და 4 100 აბონენტის აღრიცხვის კვანძი.

გურჯაანის მუნიციპალიტეტში დასრულებულია სოფლების — კაჭრეთისა და ზემო კაჭრეთის წყალმომარაგების სისტემების განახლების პროექტიც, რომლის შედეგად 3 400-მდე მცხოვრები უკვე სარგებლობს უწყვეტი, 24-საათიანი წყალმომარაგებით.

პროექტის ფარგლებში მოეწყო ოთხი ახალი ჭაბურღილი, აშენდა ორი 500 კუბური მეტრი მოცულობის რეზერვუარი და ორი საქლორატორო. ასევე, მოეწყო 42 კილომეტრი წყალმომარაგების ქსელი და დამონტაჟდა 1 361 აბონენტის აღრიცხვის კვანძი.

ექსპლუატაციის პერიოდში ერთ-ერთი ჭაბურღილის წყალში სულფატების კონცენტრაციის მატების გამო, კონტრაქტორმა კომპანიამ დამატებით დაამონტაჟა უკუოსმოსის ტექნოლოგიაზე დაფუძნებული წყლის გამწმენდი სისტემა, წყლის ხარისხის შესაბამისი მაჩვენებლების უზრუნველსაყოფად.

წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის განახლების პროექტებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ახორციელებს.

სხვა სიახლეები

ბოლო განახლებები და მნიშვნელოვანი ინფორმაცია

ყველა სიახლე
საგარეჯოში წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის განახლება მიმდინარეობს

20 ნოემბერი, 2026

საგარეჯოში წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის განახლება მიმდინარეობს

რევაზ სოხაძემ კახეთის რეგიონში დასრულებული და დასრულების ეტაპზე მყოფი წყალმომარაგების პროექტების შესახებ ინფორმაცია მოისმინა და მიმდინარე სამუშაოები განიხილა.

წაიკითხე მეტი
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე ხაშურში მიმდინარე წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა

19 ნოემბერი, 2026

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე ხაშურში მიმდინარე წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა

რევაზ სოხაძემ აღნიშნა, რომ მომავალში ინფრასტრუქტურული პროექტები ისე დაიგეგმება და განხორციელდება, რომ მოსახლეობისთვის შექმნილი დისკომფორტი მაქსიმალურად შემცირდეს.

წაიკითხე მეტი
კასპში 1 800 ოჯახი უკვე სარგებლობს 24-საათიანი წყალმომარაგებით — ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობა გრძელდება

19 ნოემბერი, 2026

კასპში 1 800 ოჯახი უკვე სარგებლობს 24-საათიანი წყალმომარაგებით — ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობა გრძელდება

31 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით ახორციელებს.

წაიკითხე მეტი
რევაზ სოხაძე სამტრედიის მოსახლეობას შეხვდა და ინფრასტრუქტურული სამუშაოებით გამოწვეული პრობლემები განიხილა

18 ნოემბერი, 2026

რევაზ სოხაძე სამტრედიის მოსახლეობას შეხვდა და ინფრასტრუქტურული სამუშაოებით გამოწვეული პრობლემები განიხილა

სამტრედიაში საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მშენებლობის ოთხ პროექტს ახორციელებს.

წაიკითხე მეტი
თერჯოლაში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზეა

18 ნოემბერი, 2026

თერჯოლაში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზეა

ქალაქ თერჯოლაში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზეა. პროექტის დასრულების შემდეგ 5 330-მდე ადგილობრივი მცხოვრები 24-საათიანი, უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებს.

წაიკითხე მეტი
რევაზ სოხაძე - ჩვენი პრიორიტეტია ხარისხიანი ინფრასტრუქტურის განვითარება და ძლიერი ქართული კომპანიების ჩამოყალიბების ხელშეწყობა

16 ნოემბერი, 2026

რევაზ სოხაძე - ჩვენი პრიორიტეტია ხარისხიანი ინფრასტრუქტურის განვითარება და ძლიერი ქართული კომპანიების ჩამოყალიბების ხელშეწყობა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაზე რევაზ სოხაძემ მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში „საქართველოს ეკონომიკური გარემო, გამოწვევები, პრიორიტეტები და განვითარების პერსპექტივები“.

წაიკითხე მეტი