საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია

სიახლეები

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია

საგარეჯოში წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის განახლება მიმდინარეობს

საგარეჯოში წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის განახლება მიმდინარეობს
20 ნოემბერი, 2026

კახეთში სამუშაო გასვლის ფარგლებში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, მოადგილეებთან, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორ ბესიკ ჯიქურაულთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, საგარეჯოში გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ახლად აშენებულ სერვისცენტრშიც იმყოფებოდა.

რევაზ სოხაძემ კახეთის რეგიონში დასრულებული და დასრულების ეტაპზე მყოფი წყალმომარაგების პროექტების შესახებ ინფორმაცია მოისმინა და მიმდინარე სამუშაოები განიხილა. ერთ-ერთი პროექტი ქალაქ საგარეჯოს წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესებას ითვალისწინებს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სამი ჭაბურღილის, მათ შორის ორი ძირითადი და ერთი სათადარიგო ჭაბურღილის, სატუმბი სადგურისა და 1 000 კუბური მეტრი მოცულობის რეზერვუარის მშენებლობა. ასევე გათვალისწინებულია 27,9 კილომეტრი წყალმომარაგების ქსელის მოწყობა, 5,83 კილომეტრი სიგრძის არსებული მაგისტრალური მილსადენის განახლება და 1 047 აბონენტის აღრიცხვის კვანძის დამონტაჟება.

პროექტის ფარგლებში აშენდა გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის საგარეჯოს ახალი სერვისცენტრიც. შენობაში მოეწყო ძირითადი კონსტრუქციები, სახურავი, კარ-ფანჯარა და დამხმარე ინფრასტრუქტურა. დამატებით გათვალისწინებულია საინჟინრო ქსელების, სახანძრო სიგნალიზაციისა და ავტომატური მართვის სისტემების მოწყობა. წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ახორციელებს.

სხვა სიახლეები

ბოლო განახლებები და მნიშვნელოვანი ინფორმაცია

ყველა სიახლე
გურჯაანში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა — კაჭრეთსა და ზემო კაჭრეთში 3 400-მდე მცხოვრები უკვე სარგებლობს 24-საათიანი წყალმომარაგებით

20 ნოემბერი, 2026

გურჯაანში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა — კაჭრეთსა და ზემო კაჭრეთში 3 400-მდე მცხოვრები უკვე სარგებლობს 24-საათიანი წყალმომარაგებით

ქალაქ გურჯაანში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა. განახლებული სისტემა უკვე ექსპლუატაციაშია გაშვებული, ხოლო პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების სრულად დასრულების შედეგად 10 300-მდე ბენეფიციარისთ...

წაიკითხე მეტი
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე ხაშურში მიმდინარე წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა

19 ნოემბერი, 2026

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე ხაშურში მიმდინარე წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა

რევაზ სოხაძემ აღნიშნა, რომ მომავალში ინფრასტრუქტურული პროექტები ისე დაიგეგმება და განხორციელდება, რომ მოსახლეობისთვის შექმნილი დისკომფორტი მაქსიმალურად შემცირდეს.

წაიკითხე მეტი
კასპში 1 800 ოჯახი უკვე სარგებლობს 24-საათიანი წყალმომარაგებით — ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობა გრძელდება

19 ნოემბერი, 2026

კასპში 1 800 ოჯახი უკვე სარგებლობს 24-საათიანი წყალმომარაგებით — ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობა გრძელდება

31 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით ახორციელებს.

წაიკითხე მეტი
რევაზ სოხაძე სამტრედიის მოსახლეობას შეხვდა და ინფრასტრუქტურული სამუშაოებით გამოწვეული პრობლემები განიხილა

18 ნოემბერი, 2026

რევაზ სოხაძე სამტრედიის მოსახლეობას შეხვდა და ინფრასტრუქტურული სამუშაოებით გამოწვეული პრობლემები განიხილა

სამტრედიაში საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მშენებლობის ოთხ პროექტს ახორციელებს.

წაიკითხე მეტი
თერჯოლაში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზეა

18 ნოემბერი, 2026

თერჯოლაში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზეა

ქალაქ თერჯოლაში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზეა. პროექტის დასრულების შემდეგ 5 330-მდე ადგილობრივი მცხოვრები 24-საათიანი, უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებს.

წაიკითხე მეტი
რევაზ სოხაძე - ჩვენი პრიორიტეტია ხარისხიანი ინფრასტრუქტურის განვითარება და ძლიერი ქართული კომპანიების ჩამოყალიბების ხელშეწყობა

16 ნოემბერი, 2026

რევაზ სოხაძე - ჩვენი პრიორიტეტია ხარისხიანი ინფრასტრუქტურის განვითარება და ძლიერი ქართული კომპანიების ჩამოყალიბების ხელშეწყობა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაზე რევაზ სოხაძემ მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში „საქართველოს ეკონომიკური გარემო, გამოწვევები, პრიორიტეტები და განვითარების პერსპექტივები“.

წაიკითხე მეტი