სიახლეები
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილე გიორგი კობერიძესთან, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორ ბესიკ ჯიქურაულთან, შიდა ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ სიმონ გულედანთან და ხაშურის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად, ხაშურში მიმდინარე წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
მინისტრმა მოსახლეობას მასშტაბური პროექტის გაჭიანურებისა და სამშენებლო სამუშაოებით გამოწვეული დისკომფორტის გამო კიდევ ერთხელ მოუხადა ბოდიში.
რევაზ სოხაძემ აღნიშნა, რომ მომავალში ინფრასტრუქტურული პროექტები ისე დაიგეგმება და განხორციელდება, რომ მოსახლეობისთვის შექმნილი დისკომფორტი მაქსიმალურად შემცირდეს.
შეხვედრაზე განიხილეს არსებული პრობლემები და მათი გადაჭრის გზები.
ხაშურში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მშენებლობის 74% შესრულებულია.
პროექტის დასრულების შემდეგ ქალაქ ხაშურისა და სოფლების — ცხრამუხას, ზემო და ქვემო ოსიაურის 44 000-მდე მცხოვრები 24-საათიანი წყალმომარაგებითა და თანამედროვე წყალარინების ინფრასტრუქტურით ისარგებლებს.
ბოლო განახლებები და მნიშვნელოვანი ინფორმაცია

19 ნოემბერი, 2026
31 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით ახორციელებს.

18 ნოემბერი, 2026
სამტრედიაში საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მშენებლობის ოთხ პროექტს ახორციელებს.

18 ნოემბერი, 2026
ქალაქ თერჯოლაში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზეა. პროექტის დასრულების შემდეგ 5 330-მდე ადგილობრივი მცხოვრები 24-საათიანი, უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებს.

16 ნოემბერი, 2026
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაზე რევაზ სოხაძემ მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში „საქართველოს ეკონომიკური გარემო, გამოწვევები, პრიორიტეტები და განვითარების პერსპექტივები“.

12 ნოემბერი, 2026
სოფელ კაჭრეთსა და ზემო კაჭრეთში 24-საათიანი, უწყვეტი წყალმომარაგებით 3 400-მდე ბენეფიციარი უკვე სარგებლობს.

11 ნოემბერი, 2026
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ქალაქ გურჯაანში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პროექტს ახორციელებს.