საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია

სიახლეები

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია

რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა

რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27 ნოემბერი, 2026

რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა

ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ბესიკ ჯიქურაული და სამინისტროს სისტემაში შემავალი სხვა ორგანიზაციების ხელმძღვანელები.

სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.

„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“, – განაცხადა რევაზ სოხაძემ.

ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.

რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.

ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია.

სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული. დაფინანსების წყაროებს შორისაა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი, მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდი, სკოლების რეაბილიტაციის, სოფლის მხარდაჭერისა და სტიქიის პრევენციის პროგრამები.

სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს.

გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.

სხვა სიახლეები

ბოლო განახლებები და მნიშვნელოვანი ინფორმაცია

ყველა სიახლე
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის მისიას შეხვდნენ

27 ნოემბერი, 2026

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის მისიას შეხვდნენ

შეხვედრაზე მხარეებმა მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები, სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტები და პარტნიორობის საშუალოვადიანი ჩარჩო განიხილეს.

წაიკითხე მეტი
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე სამცხე-ჯავახეთში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა

26 ნოემბერი, 2026

რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე სამცხე-ჯავახეთში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა

სხდომაზე განიხილეს სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.

წაიკითხე მეტი
შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ წარმომადგენლებმა, აზიის განვითარების ბანკის Result-Based Lending-ის (RBL) - შედეგებზე დაფუძნებული დაფინანსების მექანიზმის ფარგლებში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან პირველი ეტაპის საინფორმაციო შეხვედრები გამართეს

25 ნოემბერი, 2026

შეხვედრებზე ადგილობრივ მოსახლეობას კომპანიის წარმომადგენლებმა დაგეგმილი პროექტების კონცეფცია, მიზნები, მოსალოდნელი შედეგები და ის ძირითადი მიმართულებები გააცნეს, რომლებიც მუნიციპალიტეტებში წყალმომარაგების სისტემის გაუმჯ...

წაიკითხე მეტი
გურჯაანში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა — კაჭრეთსა და ზემო კაჭრეთში 3 400-მდე მცხოვრები უკვე სარგებლობს 24-საათიანი წყალმომარაგებით

20 ნოემბერი, 2026

გურჯაანში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა — კაჭრეთსა და ზემო კაჭრეთში 3 400-მდე მცხოვრები უკვე სარგებლობს 24-საათიანი წყალმომარაგებით

ქალაქ გურჯაანში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა. განახლებული სისტემა უკვე ექსპლუატაციაშია გაშვებული, ხოლო პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების სრულად დასრულების შედეგად 10 300-მდე ბენეფიციარისთ...

წაიკითხე მეტი
საგარეჯოში წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის განახლება მიმდინარეობს

20 ნოემბერი, 2026

საგარეჯოში წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის განახლება მიმდინარეობს

რევაზ სოხაძემ კახეთის რეგიონში დასრულებული და დასრულების ეტაპზე მყოფი წყალმომარაგების პროექტების შესახებ ინფორმაცია მოისმინა და მიმდინარე სამუშაოები განიხილა.

წაიკითხე მეტი
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე ხაშურში მიმდინარე წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა

19 ნოემბერი, 2026

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე ხაშურში მიმდინარე წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა

რევაზ სოხაძემ აღნიშნა, რომ მომავალში ინფრასტრუქტურული პროექტები ისე დაიგეგმება და განხორციელდება, რომ მოსახლეობისთვის შექმნილი დისკომფორტი მაქსიმალურად შემცირდეს.

წაიკითხე მეტი