სიახლეები
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია

ახალციხეში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ, მინისტრის მოადგილეებმა, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა ბესიკ ჯიქურაულმა და სამინისტროს სისტემაში შემავალი სხვა ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა.
სხდომაზე განიხილეს სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ინფრასტრუქტურული პროექტების დროულად და ხარისხიანად განხორციელებაზე, სამშენებლო სექტორის სისტემურ რეფორმაზე, შესყიდვების ახალი მიდგომების დანერგვასა და კერძო სექტორთან პარტნიორობის გაძლიერებაზე.
ამ ეტაპზე სამინისტრო რეგიონში 60-მდე ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს, მათ შორის, წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის 9 პროექტს. ასევე დაგეგმილია 49 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება.
კომიტეტის წევრებს დეტალური ინფორმაცია მიეწოდათ მიმდინარე სამუშაოების, პროექტების განხორციელების ვადებისა და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული ღონისძიებების შესახებ.
გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. სხდომას პარლამენტის წევრები, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ბოლო განახლებები და მნიშვნელოვანი ინფორმაცია

25 ნოემბერი, 2026
შეხვედრებზე ადგილობრივ მოსახლეობას კომპანიის წარმომადგენლებმა დაგეგმილი პროექტების კონცეფცია, მიზნები, მოსალოდნელი შედეგები და ის ძირითადი მიმართულებები გააცნეს, რომლებიც მუნიციპალიტეტებში წყალმომარაგების სისტემის გაუმჯ...

20 ნოემბერი, 2026
ქალაქ გურჯაანში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა. განახლებული სისტემა უკვე ექსპლუატაციაშია გაშვებული, ხოლო პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების სრულად დასრულების შედეგად 10 300-მდე ბენეფიციარისთ...

20 ნოემბერი, 2026
რევაზ სოხაძემ კახეთის რეგიონში დასრულებული და დასრულების ეტაპზე მყოფი წყალმომარაგების პროექტების შესახებ ინფორმაცია მოისმინა და მიმდინარე სამუშაოები განიხილა.

19 ნოემბერი, 2026
რევაზ სოხაძემ აღნიშნა, რომ მომავალში ინფრასტრუქტურული პროექტები ისე დაიგეგმება და განხორციელდება, რომ მოსახლეობისთვის შექმნილი დისკომფორტი მაქსიმალურად შემცირდეს.

19 ნოემბერი, 2026
31 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით ახორციელებს.

18 ნოემბერი, 2026
სამტრედიაში საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მშენებლობის ოთხ პროექტს ახორციელებს.