სიახლეები
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია

ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ ბაკურიანში წყალმომარაგებისა და წყალარინების პირველი ზონის მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა.
მინისტრთან ერთად სამუშაოებს გაეცნენ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ბესიკ ჯიქურაული, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ლევან დარახველიძე, ბაკურიანის განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე ეკატერინე ორჯონიკიძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
პროექტი ითვალისწინებს წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელების მოწყობას, თანამედროვე აღრიცხვის სისტემების დანერგვასა და შესაბამისი საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარებას.
ამ ეტაპზე უკვე მოწყობილია 19.3 კილომეტრი წყალმომარაგებისა და 17.3 კილომეტრი წყალარინების ქსელი.
სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს აღმაშენებლის, წაქაძის, სადგურისა და გოგოლაძის ქუჩებზე, ასევე კოხტა-მიტარბის მიმართულებით, სადაც საგზაო საფარის მოსაწყობად მოსამზადებელი სამუშაოები ტარდება. პროექტის ფარგლებში შესრულებულია სამუშაოების 43%.
მინისტრმა სამუშაოების მიმდინარეობა კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა და განსაკუთრებული ყურადღება პროექტის დროულ და ხარისხიან შესრულებაზე გაამახვილა.
რევაზ სოხაძემ შესაბამის პირებს დაავალა, სამუშაოები დადგენილი გრაფიკის შესაბამისად და კოორდინირებულად გაგრძელდეს, რათა პროექტი განსაზღვრულ ვადებში დასრულდეს. .
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 50.6 მილიონ ლარზე მეტით ფინანსდება.
ბოლო განახლებები და მნიშვნელოვანი ინფორმაცია

31 აგვისტო, 2026
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მოსულმა უხვმა ნალექმა მდინარეების ადიდება და წყლის ნაკადის მკვეთრი მატება გამოიწვია. სტიქიურმა პროცესებმა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა დაბა ნარუჯის წყალმომარაგების სისტემას.

26 აგვისტო, 2026
17 მილიონი ლარის ღირებულების პროექტის ფარგლებში მოეწყო ცენტრალური მაგისტრალური მილსადენი, ახალი ჭაბურღილი, რეზერვუარი, წყალმომარაგების ქსელი, საქლორატორო და სისტემის გამართული ფუნქციონირებისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტუ...

21 აგვისტო, 2026
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ახალი რეზერვუარის მოწყობა, არსებული რეზერვუარის რეაბილიტაცია და სატუმბი სადგურის მშენებლობა. ასევე, მოეწყობა 11 კმ - მდე სიგრძის მაგისტრალური მილსადენი და 63 კმ - მდე წყალმომარაგების...

6 აგვისტო, 2026
საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის, გიორგი კობერიძის განცხადებით, მოსახლეობის ჩართულობა ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვის პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია.

31 ივლისი, 2026
ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ გიორგი კობერიძემ და შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ დირექტორმა ბესიკ ჯიქურაულმა წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორში საპროექტო და სამშენებლო მიმართულები...

30 ივლისი, 2026
არმაზის დასახლებაში აშენდება 200 მ³ მოცულობის ახალი რეზერვუარი და საქლორატორო, ხოლო სოფელ ქსანში მოეწყობა სატუმბი სადგური და მაგისტრალური მილსადენი.