საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია

პუბლიკაციები

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია

”უდაბნოს ვაშლები” -”კვირის პალიტრის” რეპორტაჟი სოფელ უდაბნოდან

”უდაბნოს ვაშლები” -”კვირის პალიტრის” რეპორტაჟი სოფელ უდაბნოდან
5 თებერვალი, 2017
საქართველოში ორი უდაბნოა - ვაშლოვნისა და გარეჯის. გარეჯის უდაბნოს, თავის მხრივ, რამ­დენიმე ოაზისი აქვს უზარმაზარ ტერიტორიაზე გაბნეული მონასტრებისა და სოფელ უდაბნოს სახით, სადაც საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსახლებული ეკომიგრანტ­ე­ბი, ძირითადად, სვანები ცხოვრობენ. სოფელს რამდენიმე დღის წინ ვესტუმრე. 

მოსეს მოლოდინში

სოფელი უდაბნო გარეჯის ზეგანზე მდებარეობს, სამონასტრო კომპლექს დავითგარეჯიდან ხელის გაწვდენაზე. ეკომიგრანტები აქ გასული საუკუნის 80-იან წლებში დაასახლეს. 90-იანი წლების დასაწყისამდე წყალ­იც ჰქონდათ და ბედსაც არ უჩიოდნენ.­ მერე ცხოვრება იმდენად გაძნელდა, რომ ხუმრობდნენ, ალბათ, 40 წლის მერე მოსე მოვა და აღთქმულ ქვეყანაში გაგვიყვანს, ან წყალს მოგვიყვანს და უდაბნო წალკოტად­ გადაიქცევაო. 

ორ ათეულ წელზე მეტია, ხალხი სასმელ­ და ტექნიკურ წყალს ცისტერნებით საგარეჯოში ყიდულობდა და წვეთ-წვეთად იზოგ­ავდა. ვისაც წყლის შესაძენი ფული არ ჰქონდა, ზამთარში თოვლს ადნობდა, რაც ხშირად კუჭ-ნაწლავის ინფექციისა და სხვა დაავადებების მიზეზი ხდებოდა. 

ხალხი, რომელსაც მეცხოველეობით გაჰქონდა თავი, გაიტანჯა, ბევრმა ვერ გაუძლო, სახლები ჩალის ფასად­ გაყიდა და უდაბნოდან გაიქცა. 
ორი თვეა, სოფელში წყალი აჩუხჩუხდა. ახლა მოსეს აღარ ელიან და არც სოფლიდან გარბის ვინმე. მეტიც, ვინც ისე გაიქცა, რომ სახლი არ გაყიდა, დაბრუნდა, მიწაც დაირეგისტრირა, სახლ-კარიც. 

"ახლა უდაბნოზე თვალი უცხოელებსაც უჭირავთ" 


უდაბნოში ვაშლის ხეებს ტოტები ნაყოფის სიმძიმით ატყდებათ. კიტრი და პამიდორი ჯერაც მწიფობს, ბაღში, ხილის სხვა ნერგებთან ერთად, კივიც ხარობს. ჯემალ იოსელიანი კარგა ხანია 80 წელს გადასცილდა. ხელჯოხით დადის, მაგრამ მაინც ეზოში ყოფნა სურს. ნახეთ, უდაბნოში რამხელა ვაშლები ასხია ამ პაწია ხესო, ჯაფით დაკოჟრილ ხელებში იქცევს უზარმაზარ ნაყოფს. 

 
ჯემალ იოსელიანი, კარგა ხანია 80 წელს გადასცილდა. ხელჯოხით დადის, მაგრამ მაინც ეზოში ყოფნა სურს. ნახეთ, უდაბნოში რამხელა ვაშლები ასხია ამ პაწია ხესო, ჯაფით დაკოჟრილ ხელებში იქცევს უზარმაზარ ნაყოფს

ალექსანდრე იოსელიანი:
 "7 თვის წინ ინფრასტრუქტურის მინისტრი და წყლის კომპანიის ხელმძღვანელი დაგვპირდნენ, წყალი­ გექნებათო. მერე მუშაობაც გაჩაღდა. ერთ დღესაც, წყალი რომ მოვიდა, სიხარულისგან დავმუნჯდით. უწყლოობისგან ისე გვიჭირდა, ხალ­ხმა სახლები და მიწა 350-500 დოლ­არად გაყიდა. ზოგმა ძროხაშიც კი გაცვალა. ადრე 350 დოლარად რომ იყიდდით, ისეთ სახლს ახლა 3.500-დაც ვერ იპოვით. აქაურობით განა მხოლოდ ქართველები დაინტერესდნენ? წყალს არაბები მოჰყვა, ერთი გლეხი მანქანაში ჩაისვეს, უდაბნოს ათვალიერებდნენ და ეკითხებოდნენ, აქ მიწა რა ღირს, რამდენად ვიყიდითო? რამდენჯერ წავასწარით, ნიადაგს ხელით სინჯავდნენ. 

აქვე ბეთანიის მონასტრის მრევლმა შეიძინა მიწა, ბუსტუღი დარგეს, 5000 ძირი. სანამ წყალი გამოჩნდებოდა, ერთმა პოლონელმა კაცმა სოფელში ტურისტული ბიზნესი წამოიწყო და ადგილობრივებიც ჩართო საქმეში. ისეთი კაცია, თითქოს აქაური იყოს". 

უდაბნოელებმა გადმოცემით იციან, რომ აქ ოდესღაც ხშირი ტყე იყო და მტერს ცეც­ხლი რომ მოუკიდებია, ორი წელი მძვინვარებდა ხანძარი. მაშინ გაუდაბნოებულა აქაურობა. სარწყავი წყლის საკითხსაც თუ მოგვიგვარებენ და ქარსაცავი ზოლების გაკეთებაც შევძელით, უდაბნოში სოფლის მეურნეობის განვითარების სამაგალითო მოდელს შევქმნითო, ამბობენ უდაბნოელები.
 
მათ მსგავსად იმედიანად არის და ბიზნესის გაფართოებას გეგმავს პოლონელი ქსავერე დუში. სოფელ უდაბნოში, სადაც ქართველთა უმრავლესობა გავლითაც კი არ არის ნამყოფი, რადგან ღმერთისგან დავიწყებულ ადგილად მიაჩნიათ, სამი წლის წინ პოლონელს კაფე, კლუბი, სასტუმრო და ჰოსტელი გაუხსნია და ყველაფრისთვის ერთად "ოაზისი" დაურქმევია. შვეიცარიის განვითარების ფონდის დახმარებით კულტურის ცენტრის გახსნასაც გეგმავს და ზაფხულობით ხშირად აწყობს საერთაშორისო ფესტივალებს. ვის არ ნახავთ ამ კაფე-კლუბში, აქაურობას მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნიდან სტუმრობენ. უცხოელი ახალგაზრდებისთვის განსაკუთრებით სასიამოვნოა უდაბნოს კაფე-კლუბი, რომლის მეპატრონემ ყველაფერი ორი მიტოვებული სახლის შესყიდვით დაიწყო. 

ქსავერე დუში:
 - საქართველოში ბევრჯერ ვყოფილვარ, ძალიან შემიყვარდა აქაურობა და მინდოდა, აქ მეცხოვრა. ჩემი შვილი თბილისში სწავლობს. მე და ჩემს მეუღლეს ბიზნესი გვაქვს. პოლონეთიდან ჩემი ძმაც მეხმარება და როგორც ინვესტ­ორი დაინტერესებულია აქ ბიზნესის გაფა­რთოებით. ახლა, როცა წყალი მოვიდა, სასტუმროსა და კაფეს გაფართოების გარდა, მიწის ყიდვა და სხვა ტიპის საქმიანობის დაწყებაც გვინდა. მეტიც, ვფიქრობ, რამდენიმე აქაური პოლონეთში წავიყვანო და სხვადასხვა ტიპის ყველის მომზადება ვასწავლო, რის შემდეგაც აქ ბიზნესს ააწყობენ. ქართველები მეკითხებიან ხოლმე, აქ სასტ­უმრო და კაფე რამ გაგაკეთებინაო. ნახეთ, რამდენი ხალხია. მონასტრებში უამრავი ტურისტი დადის და მათ სასტუმროც სჭირდებათ, ჰოსტელიც და კაფეც. ამ ყველაფ­ერზე 6 ადგილობრივი ქალი მყავს დასაქმებული. ჩემთან მუშაობენ მოხალისეებიც, ის ხალხი, ვისაც მოგზაურობა უყვარს, მაგრამ ფული არა აქვს და კვებისა და ღამის­ გასათევის ნაცვლად საქმეში მეხმარება. 

P.S. უდაბნოდან გვიან წამოვედი. შორიდან აციმციმებული ქალაქები ჩანდა და ქსა­ვერეს სიტყვები გამახსენდა: უდაბნო საოცარი ადგილია. აქ ტყუილად არ მოვიდოდა ასურელი მამა დავით გარეჯელი, ის გრძნობდა ამ მიწის ძალასა და მნიშვნელობას. აქვეა საგარეჯო, ღამით კი თბილისსა და რუსთავს გავყურებთ. სოფელს, რომელიც ასე ახლოს არის ქალაქებთან, ნაყოფიერი მიწა და წყალი აქვს, დიდი მომავალი ელისო.

ეკა ლომიძე
 
 

სხვა პუბლიკაციები

ბოლო განახლებები და მნიშვნელოვანი ინფორმაცია

პუბლიკაციები
გიორგი შონია: ქალაქ ხაშურს წყალმომარაგებისა და წყალარინების თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა ექნება

8 აპრილი, 2026

გიორგი შონია: ქალაქ ხაშურს წყალმომარაგებისა და წყალარინების თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა ექნება

ქალაქ ხაშურში დღეს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, რომელიც მიზნად ადგილობრივი მოსახლეობისთვის უწყვეტი, ხარისხიანი და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი წყალმომარაგების...

წაიკითხე მეტი
აკაკი მშვიდობაძე: 2023 წელს პროექტების დასრულების შედეგად დამატებით 200 - ათასამდე ბენეფიციარი ისარგებლებს უწყვეტი წყალმომარაგებით

2 ივნისი, 2023

აკაკი მშვიდობაძე: 2023 წელს პროექტების დასრულების შედეგად დამატებით 200 - ათასამდე ბენეფიციარი ისარგებლებს უწყვეტი წყალმომარაგებით

საქართველოს მოსახლეობის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უწყვეტი წყალმომარაგებით უზრუნველსაყოფად, ქვეყნის მასშტაბით აქტიურად გრძელდება სამუშაოები 2023 წელსაც, ამჟამად მიმდინარე და დაპროცესებულია 110-ზე მეტი ინფრასტრ...

წაიკითხე მეტი
დირექტორის მოადგილემ, გუგა კაკაბაძემ საერთაშორისო პროექტების მნიშვნელობაზე ისაუბრა

24 აპრილი, 2023

დირექტორის მოადგილემ, გუგა კაკაბაძემ საერთაშორისო პროექტების მნიშვნელობაზე ისაუბრა

“გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან თანამშრომლობით, საქართველოს მთავრობისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 10 წლიანი სამოქმედო გეგმის ჭრილში განაგრძობს მუშაობას” - ინ...

წაიკითხე მეტი
სალომე ვაშაკიძე - 2025 წლის ბოლოსთვის კომპანიის დაფარვის არეალში არსებული ქალაქების მოსახლეობა სრულად იქნება უზრუნველყოფილი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი 24 საათიანი წყალმომარაგებით

7 აპრილი, 2023

სალომე ვაშაკიძე - 2025 წლის ბოლოსთვის კომპანიის დაფარვის არეალში არსებული ქალაქების მოსახლეობა სრულად იქნება უზრუნველყოფილი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი 24 საათიანი წყალმომარაგებით

ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობის 24 საათიანი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი წყალმომარაგებითა და წყალარინებით უზრუნველსაყოფად, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია აქტიურად ახორციელებს ინფრასტრუქტურულ პ...

წაიკითხე მეტი
ეკატერინე გალდავა - იშვიათად ნახავთ ქვეყანას, სადაც ასე არარაციონალურად იღვრებოდეს წყალი, თუნდაც ონკანებიდან

20 აგვისტო, 2018

ეკატერინე გალდავა - იშვიათად ნახავთ ქვეყანას, სადაც ასე არარაციონალურად იღვრებოდეს წყალი, თუნდაც ონკანებიდან

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია 2010 წლიდან საქმიანობს. კომპანია ამჟამად ოპერირებას საქართველოს 57 ქალაქსა და 315 სოფელს უწევს. კომპანიის საქმიანობის, რეგიონებში წყალმომარაგების კუთხით არსებული გამოწვ...

წაიკითხე მეტი
გიორგი კობერიძე - 2017 წელს წყალმომარაგების სექტორში 180 მილიონი ლარის ღირებულების პროექტების განხორციელებას ვგეგმავთ

16 მაისი, 2017

გიორგი კობერიძე - 2017 წელს წყალმომარაგების სექტორში 180 მილიონი ლარის ღირებულების პროექტების განხორციელებას ვგეგმავთ

2017-2020 წლებში სხვადასხვა ქალაქსა და დაბაში ჩვენ ვგეგმავთ დამატებით ახალი, 50-ზე მეტი პროექტის განხორციელებას.

წაიკითხე მეტი