პუბლიკაციები
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია

ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობის 24 საათიანი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი წყალმომარაგებითა და წყალარინებით უზრუნველსაყოფად, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია აქტიურად ახორციელებს ინფრასტრუქტურულ პროექტებს. 2023 წლის მდგომარეობით კომპანია წყალმომარაგების სერვისით ემსახურება დაახლოებით 850 ათას ბენეფიციარს.
რეგიონებში წყალმომარაგების კუთხით არსებულ გამოწვევებსა და უკვე მიმდინარე თუ დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, კომპანიის დირექტორის მოადგილეს ფინანსურ საკითხებში სალომე ვაშაკიძეს ვესაუბრეთ:
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია აქტიურად აგრძელებს წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის მოწყობას რეგიონების მასშტაბით. 2023 წლის მდგომარეობით კომპანია ემსახურება 374 ათას აბონენტს, რაც დაახლოებით 850 ათას ბენეფიციარს შეადგენს. გამომდინარე იქიდან, რომ წყალმომარაგების სერვისზე ხელმისაწვდომობა სრული მოსახლეობისთვის ქვეყნის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს, კომპანიამ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ჩართულობითა და მხარდაჭერით 10 წლიანი განვითარების სტრატეგია შეიმუშავა, რომლის შესაბამისადაც, 2025 წლის ბოლოსთვის კომპანიის დაფარვის არეალში არსებული ქალაქების მოსახლეობა სრულად იქნება უზრუნველყოფილი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი 24 საათიანი წყალმომარაგებით, ხოლო 2030 წლის ბოლოსთვის ქვეყნის სრულ მოსახლეობას ექნება წვდომა წყალმომარაგების სერვისებზე.
აღსანიშნავია, რომ 2012 წლიდან დღემდე სახელმწიფოს მიერ წყალმომარაგების კომპანიისათვის გამოყოფილი ფინანსური რესურსი მზარდია და 2023 წელს ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. კომპანიის 2023 წლის ბიუჯეტი 500 მლნ. ლარს შეადგენს, საიდანაც 250 მლნ. ლარი სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული პროექტებისათვის, ხოლო 250 მილიონი ლარი საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული პროექტებისათვისაა გამოყოფილი.
ამჟამად, ქვეყნის მასშტაბით საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის მიმდინარეობს და დაპროცესებულია წყალმომარაგებისა და წყალარინების 110-ზე მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი, ქვეყნის 165-ზე მეტ ლოკაციაზე. აღნიშნული პროექტებიდან კი 40-ზე მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი 70-მდე ლოკაციაზე 2023 წელს დასრულდება.
მიმდინარე წელს, საპროექტო სამუშაოების დასრულების შემდგომ, ასევე დაიწყება წყალმომარაგების სარეაბილიტაციო/სამშენებელო სამუშაოები არაერთ ლოკაციაზე, მათ შორისაა: ქალაქ სენაკის, ნინოწმინდის, ქალაქ ამბროლაურისა და ქალაქ თერჯოლის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია.
დღეის მდგომარეობით, უკვე მიმდინარეობს და დაპროცესებულია 3 მილიარდი ლარის ღირებულების პროექტები, მათ შორის: თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 15 სოფლის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია/მშენებლობა, ქ. ყვარლის წყალმომარაგება-წყალარინების სისტემის რეაბილიტაცია, ასევე დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ქალაქ დედოფლისწყაროს, სოფლების ხორნაბუჯისა და სამრეკლოს წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაცია/მშენებლობა და სახელმწიფო პროგრამა ,,მშენებლობა განვადებით''-ის ფარგლებში ქალაქ ლანჩხუთის წყალმომარაგების სისტემის ოპტიმიზაციის პროექტირება - მშენებლობა.
მოგეხსენებათ, რომ კომუნალური სექტორი ზედაპირული წყლების ძირითადი დამაბინძურებელია, კომპანიისთვის კი ერთ-ერთი მთავარი მიმართულება და გამოწვევა გარემოზე მავნე ზემოქმედების შემცირება და ეკოლოგიური უსაფრთხოების დაცვაა.
ჩვენი მიზანია კომპლექსური სამუშაოების შედეგად შევამციროთ გარემოზე ჩამდინარე წყლების მავნე ზემოქმედება და ამავდროულად მოსახლეობა უზრუნველვყოთ ხარისხიანი უწყვეტი წყალმომარაგებით. სწორედ ამ მიზნით, წარმატებით ავაშენეთ გამწმენდი ნაგებობები ანაკლიაში, აბასთუმანში, ურეკსა და ზუგდიდში. ასევე, მიმდინარეობს გამწმენდი ნაგებობების სამშენებლო სამუშაოები გუდაურში, მარნეულსა და ფოთში. დღეის მდგომარეობით, დაგეგმილია და მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოები საქართველოს მასშტაბით არაერთ ლოკაციაზე.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისთვის პრიორიტეტი წყლის რესურსების დაცვა და მოფრთხილებაა. არსებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები სრულად ემსახურება რეგიონებში წყლის მიწოდებით გამოწვეული დანაკარგების შემცირებას. ამ მიმართულებით ასევე აღსანიშნავია კომპანიის გამრიცხველიანების აქტივობები რეგიონებში, რომლის შედეგადაც 2023 წლისთვის აბონენტების გამრიცხველიანების
მაჩვენებელმა 69% შეადგინა. ეს მაჩვენებელი პროექტების განხორციელების პარალელურად კიდევ უფრო გაიზრდება. გამრიცხველიანების ნიშნულის ზრდა კი მკვეთრად შეამცირებს უყაირათო მოხმარებას, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს წყლის რესურსის დაზოგვას.
ბოლო განახლებები და მნიშვნელოვანი ინფორმაცია

8 აპრილი, 2026
ქალაქ ხაშურში დღეს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, რომელიც მიზნად ადგილობრივი მოსახლეობისთვის უწყვეტი, ხარისხიანი და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი წყალმომარაგების...

2 ივნისი, 2023
საქართველოს მოსახლეობის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უწყვეტი წყალმომარაგებით უზრუნველსაყოფად, ქვეყნის მასშტაბით აქტიურად გრძელდება სამუშაოები 2023 წელსაც, ამჟამად მიმდინარე და დაპროცესებულია 110-ზე მეტი ინფრასტრ...

24 აპრილი, 2023
“გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან თანამშრომლობით, საქართველოს მთავრობისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 10 წლიანი სამოქმედო გეგმის ჭრილში განაგრძობს მუშაობას” - ინ...

20 აგვისტო, 2018
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია 2010 წლიდან საქმიანობს. კომპანია ამჟამად ოპერირებას საქართველოს 57 ქალაქსა და 315 სოფელს უწევს. კომპანიის საქმიანობის, რეგიონებში წყალმომარაგების კუთხით არსებული გამოწვ...

16 მაისი, 2017
2017-2020 წლებში სხვადასხვა ქალაქსა და დაბაში ჩვენ ვგეგმავთ დამატებით ახალი, 50-ზე მეტი პროექტის განხორციელებას.

16 მაისი, 2017
ისტორიული სამონასტრო კომპლექსი დავით გარეჯი, სადაც წყალი საუკუნეების მანძილზე არ ყოფილა, დღეს უკვე უზრუნველყოფილია უწყვეტი წყალმომარაგებით