პუბლიკაციები
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია

“გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან თანამშრომლობით, საქართველოს მთავრობისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 10 წლიანი სამოქმედო გეგმის ჭრილში განაგრძობს მუშაობას” - ინტერვიუ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილე გუგა კაკაბაძესთან:
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ რეგიონების მასშტაბით, წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით, არაერთი მასშტაბური პროექტი მიმდინარეობს, რომელთა განხორციელებაში კომპანიის სტრატეგიული განვითარების პარტნიორებს დიდი წვლილი მიუძღვით.
დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული პროექტების მნიშვნელობასა და მათ დანიშნულებაზე წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილემ, საერთაშორისო მიმართულებით, გუგა კაკაბაძემ ისაუბრა:
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს ისეთ საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან როგორებიცაა: აზიის განვითარების ბანკი (ADB), საფრანგეთის განვითარების სააგენტო (AFD), გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკი (KFW) და ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB). სწორედ ამ კომპანიების მხარდაჭერით, არაერთი წარმატებული პროექტი იქნა განხორციელებული, რომელთა შედეგად საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, თანამედროვე ტიპის წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურით არაერთი ქალაქი სარგებლობს, მათ შორის:
ზემოთ აღნიშნული საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხარდაჭერით, კომპანია ამ ეტაპზე წყალმომარაგებისა და წყალარინების მასშტაბურ პროექტებს ახორციელებს. უფრო კონკრეტულად: ქალაქ თელავსა და ჯვარში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა, ქალაქ მარნეულში კი წყალმომარაგება-წყალარინების სისტემებისა და წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა მიმდინარეობს. ბოლნისში წყალარინების სისტემისა და კოლექტორის მოწყობის სამუშაოებია. გუდაურში წყალარინების გამწმენდი ნაგებობა, ფოთში კი წყალარინების სისტემა ეწყობა. ასევე მიმდინარეობს ქალაქ ხაშურის წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელის მოწყობის სამუშაოები.
გარდა ამისა, მიმდინარე წელს დაგეგმილია ხელშეკრულებების გაფორმება ისეთ პროექტებზე, როგორებიცაა: ვანის, ბაღდათისა და სამტრედიის წყალმომარაგება-წყალარინების ქსელების გაუმჯობესებისა და წყალარინების გამწმენდი ნაგებობების სამშენებლო სამუშაოები. ქალაქ ქუთაისში წყალარინების ქსელები და წყალარინების გამწმენდი ნაგებობა მოეწყობა. დამატებით გაფორმდება ხელშეკრულება ქალაქ ხაშურის წყალარინების გამწმენდი ნაგებობის, წყალმომარაგების სათავე ნაგებობის, სატუმბი სადგურების, რეზერვუარებისა და ყველა საჭირო ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოებზე.
რაც შეეხება მიმდინარე პროექტების პროგრესს:
მიუხედავად არაერთი გამოწვევისა, რაც ძირითადად კომპანიების მხრიდან სახელშეკრულებო ვადლებულებების არაჯეროვნად შესრულებასთან არის დაკავშირებული, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან თანამშრომლობით, საქართველოს მთავრობისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 10 წლიანი სამოქმედო გეგმის ჭრილში განაგრძობს მუშაობას. შესაბამისად, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული პროექტების ფარგლებში ეტაპობრივად, არაუგვიანეს 2025 წლის ბოლოს, დასრულდება წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები. შედეგად, ზემოთ ხსენებულ ყველა ქალაქში მოსახლეობა შეძლებს ისარგებლოს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი 24 საათიანი, ხარისხიანი წყალმომარაგებით.
ბოლო განახლებები და მნიშვნელოვანი ინფორმაცია

8 აპრილი, 2026
ქალაქ ხაშურში დღეს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, რომელიც მიზნად ადგილობრივი მოსახლეობისთვის უწყვეტი, ხარისხიანი და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი წყალმომარაგების...

2 ივნისი, 2023
საქართველოს მოსახლეობის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უწყვეტი წყალმომარაგებით უზრუნველსაყოფად, ქვეყნის მასშტაბით აქტიურად გრძელდება სამუშაოები 2023 წელსაც, ამჟამად მიმდინარე და დაპროცესებულია 110-ზე მეტი ინფრასტრ...

7 აპრილი, 2023
ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობის 24 საათიანი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი წყალმომარაგებითა და წყალარინებით უზრუნველსაყოფად, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია აქტიურად ახორციელებს ინფრასტრუქტურულ პ...

20 აგვისტო, 2018
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია 2010 წლიდან საქმიანობს. კომპანია ამჟამად ოპერირებას საქართველოს 57 ქალაქსა და 315 სოფელს უწევს. კომპანიის საქმიანობის, რეგიონებში წყალმომარაგების კუთხით არსებული გამოწვ...

16 მაისი, 2017
2017-2020 წლებში სხვადასხვა ქალაქსა და დაბაში ჩვენ ვგეგმავთ დამატებით ახალი, 50-ზე მეტი პროექტის განხორციელებას.

16 მაისი, 2017
ისტორიული სამონასტრო კომპლექსი დავით გარეჯი, სადაც წყალი საუკუნეების მანძილზე არ ყოფილა, დღეს უკვე უზრუნველყოფილია უწყვეტი წყალმომარაგებით