ახალი ამბები

წითელმა ჯვარმა წყალმომარაგებისთვის უახლესი აპარატურა გამოყო
3 სექტემბერი, 2010

 წითელმა ჯვარმა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას წყლის ხარისხის კონტროლისა და მონიტორინგისათვის საჭირო, მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი აპარატაურა გადასცა. აპარატურის გადმოცემის შესაბამის სერტიფიკატს ხელი მოაწერეს  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა, წყალმომარაგების გაერთიანებული კომპანიის დირექტორმა ირაკლი კვაშილავამ და  წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღანელმა პირებმა: უილიამ კორკილმა და იან ბონზონმა.

გადმოსაცემი აპარატურის რიცხვში შედის: მობილური ლაბორატორია საჭირო აღჭურვილობით; ჭაბურღილის კამერა აქსესუარებით, რომლის მსგავსიც საქართველოში არ არსებობს; შემადუღებელი აპარატი; GPSის 6 ცალი წყლის მაკონტროლებელი აპარატი და გენერატორი.

აპარატურის გადმოცემა იმ მემორანდუმის შემადგენელი ნაწილია, რომელიც  წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და საქართველოს გაერთიანებული წყალომარაგების კომპანიას შორის მიმდინარე წლის დასაწყისში გაფორმდა.  

12 აგვისტოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ ფოთში აქცია გამართა.
16 აგვისტო, 2010

ფოთის მოსახლეობას კომპანიის ხელმძღვანელის მოადგილე ნიკა ანდღულაძე კომპანიის 30–მდე თანამშრომელთან ერთად შეხვდა. 
მოსახლეობას საინფორმაციო ფლაერები დაურიგდა და დეტალური ინფორმაცია მიეწოდა, ფოთში მიმდინარე და სამომავლო პროექტების შესახებ.
აქციის ძირითადი მესიჯი სასმელი წყლის კანონდარღვევით მოხმარებასთან დაკავშირებითმოსახლეობის გაფრთხილება იყო.
ფოთში, ახალი ქსელების და გამრიცხველიანობის შემდეგ დარჩა ძველი ქსელებიც, საიდანაც მოსახლეობა მრიცხველის გვერდის ავლით, ალტერნატიული ხაზებით იღებს სასმელ წყალს. ამის შედეგად ვიღებთ სასმელი წყლის რესურსის უდიდეს დანაკარგს.
კომპანიის მიზანია, ფოთის მოსახლეობას სასმელი წყალი მიეწოდოს უფრო მეტი გრაფიკით, თუმცა ამისთვის, საჭიროა,  მოსახლეობამ შეაკეთოს დაზინებული წყლის ავზები და არ დაღვარონ სასმელი წყალი უქმად.
მოსახლეობა აქციაზე მიღებული ინფორმაციით, კმაყოფილი დარჩა და კომპანიას მომავალში ურთიერთთანამშრომლობა და დახმარება აღუთქვა.

ახალსოფელი სუფთა სასმელ წყალს მიიღებს
11 აგვისტო, 2010

საქართველოს გაერთიანებული წყალმომრაგების კომპანიის ხელმძღვანელმა, ირაკლი კვაშილავამ რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრთან რამაზ ნიკოლაიშვილთან ერთად ყვარელის რაიონი, კერძოდ სოფელი ახალსოფელი მოინახულა და ადგილზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში არსებულ სოფლებს შორის ახალსოფელი ყველაზე დიდი სოფელია. ააქ სულ 5 ათას 600 ადამიანი ცხოვრობს.
ახალსოფელში, ორჯერ მომხდარი დიდი წყალდიდობის შედეგად წყლის სათავე ნაგებობა დაინგრა. მშენებლობა 2010 წლის 1 ივნისს დაიწყო და 2010 წლის აგვისტოს ბოლოს დასრულდება. შედეგად 5 600 ახალსოფლელი სუფთა წყალს უწყვეტი გრაფიკოთ მიიღებს. 24 საათიანი გრაფიკის დაწესება მხოლოდ გამრიცხველიანების შემდეგ იქნება შესაძლებელი.
 

დღეიდან ქუთაისი და მიმდებარე სოფლები სასმელ წყალს ჩვეული რეჟიმით მიიღებენ!
3 აგვისტო, 2010

 აგვისტოს დასაწყისში მაღალი ტემპერატურის გამო კოპიტნარის სათავე ნაგებობაზე მოპოვებული წყლის რაოდენობა შემცირდა,  რამაც მოსახლეობის წყალმომარაგება გარკვეულწილად შეაფერხა. მეორეს მხრივ, წყლის მარაგის შემცირება მაგისტრალურ ქსელზე უკანონო დაერთებებმაც გამოიწვია. ამასთან ერთად მოსახლეობის მხრიდან, სასმელი წყლის სარწყავად გამოყენების მცდელობასაც ჰქონდა ადგილი. 

"საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია” ოპერატულად შეუდგა ქმედითი ღონისძიებების გატარებას. აღმოიფხვრა ყველა დაზიანება და რაც მთვარია, კოპიტნარის სათავე ნაგებობაზე სიმძლავრეების დამატება განხორციელდა.
კონკურსში ერთი გამარჯვებული გამოვლინდა
28 ივლისი, 2010

 რეგიონების სასმელი წყლით თვითდინებით უზრუნველყოფის მიზნით გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულ ალექსანდრე სანაძეს 10 000 ლარის ოდენობის ჯილდო გადაეცა. 

კონკურსში გამარჯვებული დღეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა და "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" დირექტორმა ირაკლი კვაშილავამ გამოაცხადეს. 
რეგიონების სასმელი წყლით თვითდინებით უზრუნველყოფის მიზნით კონკურსი 3 თვის წინ გამოცხადდა და მასში 18-მა პირმა მიიღო მონაწილეობა. 
კონკურსის პირობების მიხედვით, გამარჯვებულს ოზურგეთის რაიონის სასმელი წყლით თვითდინებით 24–საათიანი უზრუნველყოფა ევალება.
ფოთის ინდუსტრიული ზონა
20 ივლისი, 2010

რეგიონალური მართვისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა და საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა ირაკლი კვაშილავამ ფოთის ინდუსტრიულ ზონაში ჩატარებული სასმელი წყლის სამშენებლო სამუშაოები ჩაიბარეს. გაერთიანებული წყალმომარაგების მხრიდან ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოები, დაახლოებით ერთი თვეა რაც მიმდინარეობს. კკონკრეტულად, ამ სამუშაოსთვის მთავრობის მხრიდან გამოიყო თანხა და სულ საპროექტო-სამშენებლო სამუშაოების მთლიანი ღირებულება შეადგენს 844.97 ათას ლარს. ამ ეტაპისთვის დასრულებულია სასმელი წყლისა და წყალარინების მილმდენის მოწყობა. თუმცა, პროექტი ამით არ სრულდება, უახლოეს მომავალში უნდა აშენდეს 1000 მეტრ კუბიანი წყლის რეზერვუარი თავისი სატუმბო სადგურით. შედეგი იქნება ის, რომ თავისუფალი ინდუსტრიული ზონა მომარაგდება საჭირო წნევით და საჭირო მოთხოვნილი წყლით.

განცხადება კონკურსის გამოცხადების შესახებ
9 ივლისი, 2010

შპს ,,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია’’ აცხადებს კონკურსს თანამშრომლების მისაღებად  კომპანიის რეგიონულ ფილიალებსა და სერვის ცენტრებში. დაწვრილებით >

მარნეულში წყლის საგადასახადო ქვითრები პირველად დარიგდა
9 ივლისი, 2010

 

 

9 ივლისს საქართველოს გაერთიანებულმა წყალმომარაგების კომპანიამ, პირველად მარნეულში წყლის საგადასახადო ქვითრები და გამაფრთხილებელი შეტყობინებები დაარიგა. აღნიშნულ ღონისძიებას საინფორმაციო აქციის სახე მიეცა. მოსახლეობისას შეხვედრისას მათი საერთო პოზიციაც გამოიკვეთა.

მოქალაქეები მზად არიან კანონს დაემორჩილონ და გადაიხადონ წყლის გადასახადი. თუმცა ზოგიერთმა მათგანმა ისიც აღნიშნა, რომ უმეტესობა ისედაც იხდის გადასახადს, ყველანაირი   გამაფრთხილებელი შეტყობინების და სახლში ქვითრის მიწოდების გარეშე.

მიუხედავად ამისა, დღეიდან გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინკასატორები ყველა ოჯახში სპეციალურ ქვითარს მიიტანენ, სადაც მითითებული იქნება გადასახადის რაოდენობა.

შეგახსენებთ, რომ მარნეულის სერვის–ცენტრი 9 ათას 844 აბონენტს ემსახურება.   

 

ქსანის რაიონში მაშტაბური პროექტი ხორციელდება
7 ივლისი, 2010

 6 ივლისს მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორმა კოსტანტინე მგელაძემ და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა ირაკლი კვაშილავა ქსანის ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს. 

 

ქსანის კანალიზაციის სისტემა და გამწმენდი სადგური უკვე 25 წელია, რაც აღარ ფუნქციონირებს.

დაბა ქსნის კანალიზაციის ქსელის რეაბილიტაციის პროექტი ხორციელდება მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ,  მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის ფარგლებში.

 

დაფინანსების წყაროები: საქართველოს მთავრობა, მუნიციპალური განვითარების ფონდი და მსოფლიო ბანკი.

 

პროექტის ღირებულება 1,6 მლნ ლარს შეადგენს.

 

შესაბამისად, პროექტის განხორციელება აქტუალურია როგორც ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების, იქვე არსებული პენიტენცილაური სისტემის თანამშრომლების და მსჯავრდებულების უფლებების დაცვის თვალსაზრისით.

“SEURECA”
29 ივნისი, 2010

29 ივნისს, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასა და ფრანგული კომპანია  “SEURECA”  შორის ხელი მოეწერა თანამშრომლობის ხელშეკრულებას.

 

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დაფინასებით ფრანგული კომპანია წყალმომარაგების სექტორში კონსულტაციებს გაუწევს წყალმომარაგების კომპანიას. შეიმუშავებს პროგრამას, თუ როგორ უნდა გაუმჯობესდეს რეგიონებში სასმელი წყლის მიწოდების სისტემა, როგორ უნდა აღმოიფხვერას არსებული პრობლემები, რა უნდა გაკეთდეს კორპორატიულ განვითარებისათვის, რაც საბოლოოდ კომპანიის ინსტიტუციალური გაძლიერებას შეუწყობს ხელს. ამისთვის უკვე მობილიზებულია უცხოური ექსპერტთა ჯგუფი, რომლებიც ამჯამად საქართველოში იმყოფებიან და მუშაობენ.