ზაზა სიხარულიძე




ზაზა სიხარულიძე - საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილე ტექნიკურ საკითხებში.

 

ზაზა სიხარულიძეს წყალმომარაგების სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნია. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში საქმიანობა 2012 წლიდან დაიწყო. დირექტორის მოადგილედ დანიშვნამდე  ეკავა აქტივების მართვის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობდა. მანამდე იყო ამავე კომპანიის ტექნიკური დეპარტამენტის უფროსი. 2012 წლამდე  შპს. ,,სერვისი“-ს ტექნიკურ მიმართულებას ხელმძღვანელობდა. 1992-2008 წლებში მუშაობდა ,,თბილისის წყალში", სადაც გაიარა კარიერის რამდენიმე ეტაპი-ინჟინრის პოზიციიდან სამსახურის უფროსის თანამდებობამდე. 1985-1991 წლებში სხვადასხვა კერძო კომპანიაში იყო ტექნიკური განყოფილების ინჟინერი.

ზაზა სიხარულიძემ 1985 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი, მშენებელ-ინჟინრის სპეციალობით.
დაიბადა 1963 წლის 26 დეკემბერს, თბილისში.