დავით ქართველიშვილი




დავით ქართველიშვილი -(14 იანვარი, 1973, თბილისი) - საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილე საოპერაციო საკითხებში 2016 წლის დეკემბრიდან.

 

1997-1999 წლებში იყო სამშენებლო კომპანია "MC CONNEL DOWEL MIDDLE IST" LLC - ფინანსური დირექტორის მოადგილე. 1999-2000 წლებში მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო კანცელარიაში სახელმწიფო მინისტრის თანაშემწედ. 2000-2002 წლებში იყო საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროში ფინანსური და ეკონომიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ხოლო 2002-2003 წლებში გაერთიანებულ სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის (შემდგომში "ენერგოპრო") გენერალური დირექტორი. 2003-2006 წლებში   სს. "თელასში" ეკავა სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობა. 2006-2012 წლებში იყო სს. "თელასი" -ს კომერციული დირექტორი. 2013-2013 წლებში მუშაობდა "PENTA AVIATION'' LLC-ში პროექტის დირექტორად. 2015 წელს იყო საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილე ფინანსურ საკითხებში.

 

განათლება:

1995 წელს, დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ფაკულტეტი, ეკონომისტის სპეციალობით.

1997 წელს, დაამთავრა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური აკადემიის საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ფაკულტეტი, საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების მენეჯერის სპეციალობით.