გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის განცხადება სოფელ ზემო ნატანების წყალმომარაგებასთან დაკავშირებით


2022-12-15

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ეხმიანება, ერთ-ერთი მედია საშუალების მიერ სოფელ  ზემო ნატანებში, წყალმომარაგების პროექტთან დაკავშირებით   გავრცელებულ მცდარ ინფორმაციას, რომელიც არის გადაუმოწმებელი,არ ასახავს რეალობას  და ემსახურება მიზანმიმართულად მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას.ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნატანებში წყლის სისტემის რეაბილიტაციის პროექტი დასრულების ეტაპზეა.

 ამ დროისთვის,  მიმდინარეობს  მოწყობილი ინფრასტრუქტურისა და რეზერვუარის  ტესტირება, რომელიც არის ყველა პროექტით გათვალისწინებული , ჩვეული სამუშაო პროცესი. ტესტირების დროს გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრისა და  სისტემების სრულად გამართვის შემდეგ, მოხდება ობიექტის მიღება და ექსპლუატაციაში გაშვება. 

 აღნიშნული სამუშაობის დასრულების შედეგად სოფლის მაცხოვრებლები უწყვეტი,სტაბილური წყალმომარაგებით ისარგებლებენ.                     




სიახლეები