ქუთაისში წყალმომარაგების ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით 25.04.2017



25 აპრილის 24:00 საათიდან 26 აპრილის 24:00 საათამდე, ქალაქი ქუთაისისა და სოფლების _ ბანოჯას, ბროწეულას, გეგუთის, გუმათის, ზედა მესხეთის, იანეთის, კოპიტნარის, მაღლაკის, ოფშკვითის, რიონის, ფარცხანაყანევის, ქვედა მესხეთის, ქვიტირისა და უკანეთის მოსახლეობას წყალმომარაგება შეეზღუდება. წყალმომარაგების შეზღუდვა გამოწვეულია გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გათვალისწინებით. შ.პ.ს. „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო.