ხობის მუნიციპალიტეტში ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით 12.04.2017



12 აპრილს, 12:00 საათიდან 19:00 საათამდე ქალაქი ხობისა და სოფლების _ პირველი გურიფულის, მეორე გურიფულის, ხორგის, შუა ხორგისა და ქვალონის მოსახლეობას წყალმომარაგება შეეზღუდება. წყალმომარაგების შეზღუდვა გამოწვეულია სარეაბილიტაციო სამუშაოების გათვალისწინებით. შ.პ.ს. „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო.