მარნეულში ახუნდოვას, ნარიმანოვისა და ნიზამის ქუჩის მოსახლეობას წყალმომარაგება შეეზღუდება 10.04.2017



10 აპრილს 16:00 საათიდან 11 აპრილის 11:00 საათამდე ქალაქი მარნეულის ახუნდოვას, ნარიმანოვისა და ნიზამის ქუჩის მოსახლეობას წყალმომარაგება შეეზღუდება. წყალმომარაგების შეზღუდვა გამოწვეულია სარეაბილიტაციო სამუშაოების გათვალისწინებით. შ.პ.ს. საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო.