ქალაქ წყალტუბოში წყალარინების სისტემების მშენებლობა იწყება


2022-02-01

წყალმომარაგების კომპანია ქალაქ წყალტუბოში წყალარინების (კანალიზაციის) თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად სამშენებლო სამუშაოებს იწყებს.

შესაბამის ხელშეკრულებას ხელი გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილემ, ნინო ნაროზაშვილმა და კონტრაქტორი კომპანია ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა ,,ჯეითუნ საქართველოს ფილიალი და შპს საბა“-ს თავმჯდომარემ, არჩილ ხაბურძანიამ მოაწერეს.

ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სისტემების მშენებლობა 30 თვეში უნდა დაასრულოს.

პროექტს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 24 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება.

დღეის მდგომარეობით, ქალაქ წყალტუბოში წყალარინების ინფრასტრუქტურით მოსახლეობის ძირითადი ნაწილი ვერ სარგებლობს. არსებული ქსელისა და ობიექტების დიდი ნაწილი ამორტიზებულია.

სამუშაოების ფარგლებში აშენდება წყალარინების ახალი ქსელი, მოეწყობა კოლექტორები და სატუმბი სადგურები. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ქალაქ წყალტუბოს მოსახლეობა წყალარინების თანამედროვე, ახალი ინფრასტრუქტურით ისარგებლებს.




სიახლეები