ელექტროენერგიის გათიშვის გამო დაბა სურამს წყალმომარაგება შეეზღუდა


2021-07-04

დღეს დილით, მაღალი ძაბვის ელექტროენერგიის გადამცემ ხაზზე დაფიქსირდა დაზიანება, შესაბამისად, წყლის სატუმბი სადგურიდან ვერ მოხერხდა რეზერვუარის შევსება, რის გამოც, დაბა სურამში, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის 2400 აბონენტს წყლის მიწოდება შეეზღუდა. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ წარმომადგენლები მუშაობენ დაზიანების აღმოსაფხვრელად.

აღნიშნული ვითარებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე შეუძლებელია ზუსტი დროის განსაზღვრა თუ როდის აღდგება დაბა სურამში წყალმომარაგება. შეზღუდვასთან დაკავშირებით აბონენტებს SMS შეტყობინებები გაეგზავნათ. შეზღუდვა გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიზეზით არ მომხდარა, თუმცა, კომპანია ბოდიშს უხდის საკუთარ აბონენტებს.




სიახლეები