გორში, კვერნაკის დასახლების უწყვეტი წყალმომარაგებისთვის სამუშაოები დასრულების ეტაპზეა


2021-06-30

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია რეგიონებში ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს აქტიურად განაგრძობს. დასრულების ეტაპზეა ქალაქ გორში, კვერნაკის დასახლების უწყვეტი წყალმომარაგებისთვის მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები.

რეზერვუარი, რომელიც კვერნაკის დასახლებას წყალმომარაგებით უზრუნველყოფს 1965 წელს არის აგებული და მას შემდეგ რეაბილიტაცია არ ჩატარებია. არსებული მილები მოძველებულია, რის გამოც მოსახლეობას წყალი დღის განმავლობაში რამდენიმე საათით მიეწოდება.

სამუშაოების ფარგლებში მოეწყო 800 მეტრამდე მაგისტრალური მილი, ამ ეტაპზე მიმდინარეობს რეზერვუარის რეაბილიტაცია, ინდივიდუალურად გამრიცხველიანდება მოსახლეობა.

პროექტი მიმდინარე წლის აგვისტოში დასრულდება, რის შემდეგაც კვერნაკის დასახლებაში მცხოვრები 700-მდე ადამიანი სტაბილური წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.




სიახლეები