აზიის განვითარების ბანკის მისია საქართველოს რეგიონებში



ურბანული მომსახურებების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში, საქართველოში აზიის განვითარების ბანკის მისია იმყოფებოდა. სამუშაო ვიზიტის ფარგელბში, ADB-ის მისია იმ მასშტაბური წყლის და წყალარინების ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო, რომელიც აზიის განვითარების ბანკის მიერ საქართველოს რეგიონებში ფინანსდება.