წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის რეგიონულ ფილიალს 6 საავარიო ბრიგადა დაემატა


2020-09-30

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ ქალაქ ქუთაისის რეგიონულ ფილიალში ტექნიკურ-საავარიო ბრიგადები დაამატა.
 ამ დროისათვის ქუთაისს 16 ტექნიკურ-საავარიო ბრიგადა ჰყავს, რომლებიც მონაცველობით - 24 საათის განმავლობაში ემსახურებიან კომპანიის აბონენტებს.
 კომპანიის საავარიო სამსახურის გაძლიერება ახალი ბრიგადებით ტექნიკურ სამუშაოებსა და ავარიულ დაზიანებებს ოპერატიულად აღმოფხვრის.
 წყალმომარაგების კომპანიამ , ქალაქ ქუთაისში უკვე დაასრულა, წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა-რეაბილიტაციის მეორე ეტაპი, რის შედეგადაც 200 000-მდე მაცხოვრებელს წლების განმავლობაში არსებული პრობლემა მოუგვარდათ და 24 საათიანი, ხარისხიანი წყალმომარაგებით არიან უზრუნველყოფილნი.




სიახლეები