მატანის მოსახლეობის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის სამუშაოები იწყება


2020-09-30

რეგიონებში მოსახლეობის სტაბილური წყალმომარაგებისთვის გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია სამშენებლო პროექტების განხორციელებას აქტიურად განაგრძობს.

ამჯერად, წყლის სისტემის მშენებლობა-რეაბილიტაცია იწყება ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში.

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,ჯი პი სი“   შეასრულებს.

სოფელში წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემა არ არსებობს, მოსახლეობა ძირითადად საუბნო ონკანებით სარგებლობს.

პროექტის ფარგლებში მოეწყობა წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემა, აშენდება წყლის სათავე ნაგებობები, რეზერვუარი და მოხდება მრიცხველების მოწყობა.

სამუშაოები მომავალ წელს დასრულდება, რის შემდეგაც 5 000-მდე ადგილობრივი უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებს.

პროექტს 6 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება.




სიახლეები