დედოფლისწყაროს სოფლების - ხორნაბუჯისა და სამრეკლოს წყლის სისტემების რეაბილიტაციის პროექტირებაზე ტენდერი გამოცხადდა


2020-07-20

საქართველოს რეგიონებში გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, მოსახლეობის სტაბილური წყალმომარაგებისთვის მიმდინარე წლის გეგმით განსაზღვრული პროექტების განხორციელებას განაგრძობს.

ამჯერად, კომპანიამ ტენდერი გამოაცხადა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლების – ხორნაბუჯისა და სამრეკლოს წყლის სისტემების რეაბილიტაცია-მშენებლობის საპროექტო სამუშაოებზე.

დღეის მდგომარეობით, ორივე სოფლის მოსახლეობას წყალი დღეგამოშვებით, რამდენიმე საათით მიეწოდება. წყალმომარაგების არსებული ქსელის სხვადასხვა მონაკვეთზე   ხშირია დაზიანებები და წყლის დანაკარგები. მოსახლეობის უმრავლესობა გამრიცხველიანებულია, თუმცა რიგ შემთხვევაში წყალმზომები ამორტიზებულია. რეზერვუარი, რომელიც ორ სოფელს თვითდენითი სისტემით ამარაგებს, რებილიტაციას საჭიროებს.

დაგეგმილ პროექტში სრულად იქნება გათვალისწინებული ქსელის მშენებლობისთვის საჭირო სამუშაოები. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ დეტალური პროექტირება 8 თვეში უნდა განახორციელოს. შესყიდვის სავარუდო ღირებულება 690,000 ლარია. პროექტირების დასრულების შემდეგ, დაიწყება სისტემები მშენებლობა–რეაბილიტაცია დაიწყება, რის შემდეგაც აღნიშნული სოფლების 4000–ზე მეტ მაცხოვრებელს სტაბილური წყალმომარაგება ექმება.




სიახლეები