გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის თანამშრომლებმა ლეიკემიით დაავადებული ბავშვების გადასარჩენად სისხლი გაიღეს


2015-10-09

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში  დონორთა აქცია ,,გაიღე სისხლი ბავშვების გადასარჩენად’’ ჩატარდა.  აქციის ფარგლებში, კომპანიის დირექტორმა ნიკოლოზ ქიზიყურაშვილმა, დირექტორის მოადგილეებმა  და კომპანიის თანამშრომლებმა ლეიკემიით დაავადებული ბავშვების გადასარჩენად სისხლი გაიღეს.  
მ.იაშვილის სახელობის კლინიკა ერთადერთი სამედიცინო დაწესებულებაა საქართველოში, სადაც ლეიკემიით დაავადებული ბავშვები მკურნალობის კურს გადიან. 
აქცია ,,გაიღე სისხლი ბავშვების გადასარჩენად’’ მთელი ქვეყნის მასშტაბით პერმანენტულად იმართება, რომლის მიზანიც ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის საჭირო სისხლისა და სისხლის კომპონენტების დეფიციტის შემცირებაა.
მსგავს საქველმოქმედო ღონისძიებებში საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია პერიოდულად მიიღებს მონაწილეობას.
 
 




სიახლეები