გიგა მანდარია - ზუგდიდის წყლის სისტემის მშენებლობის 95 % დასრულებულია


2020-03-06

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი, გიგა მანდარია მიმდინარე პროექტების მონიტორინგის ფარგლებში, ქ. ზუგდიდში, წყალმომარაგების სისტემის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო. გიგა მანდარია კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლებს, სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილესთან, დავით ფარცვანიასთან ერთად შეხვდა და დარჩენილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა.

კომპანიის დირექტორის განცხადებით, ამ დროისთვის კონტრაქტორს სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულებული აქვს. თუმცა, შესასრულებელია გარკვეული ტექნიკური სამუშაოები.

,,ზუგდიდის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა და პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების 95 % უკვე დასრულებულია. ამ ეტაპზე, დარჩენილია ელექტრონული მართვის სისტემის - ,,სკადა’’ -ს და საქლორატოროს მოწყობა. კონტარქტორი კოპანიისგან მივიღეთ პირობა, რომ აღნიშნულ სამუშაოებს უახლოეს დღეებში დაიწყებს და პროექტით განსაზღვრულ ვადებში დაასრულებს. პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს მოსახლეობის ინდივიდუალური გამრიცხველიანება. პროექტი მშენებელმა კომპანიამ რამდენიმე კვირაში უნდა დაასრულოს, რის შემდეგაც ქალაქი 24-საათიან წყლის მიწოდებაზე გადავა“ - განაცხადა გიგა მანდარიამ.

წყალმომარაგების კომპანია ზუგდიდში დამატებით ორ პროექტს- წყალარინების ქსელის და გამწმენი ნაგებობის მშენებლობას ახორციელბს.




სიახლეები