შპს



შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია"  აცხადებს კანდიდატთა შერჩევას შესყიდვების დეპარტამენტის სახელმწიფო შესყიდვების მთავარი სპეციალისტისპოზიციაზე.

სამუშაო  ადგილი :  თბილისი
სამუშაო გრაფიკი:  სრული

ფუნქცია - მოვალეობები:

** "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე შესყიდვების წლიური გეგმის შემუშავება;
** კანონმდებლობის დადგენილი წესით ელექტრონული სატენდერო და საკონკურსო დოკუმენტაციის მომზადება და ელექტრონული პროცესების უზრუნველყოფა;
** შესყიდვის ელექტრონული პროცედურის ფარგლებში გასაფორმებელი ხელშეკრულებების პროექტების მომზადება;
** სატენდერო პროცედურების გამართულობა;
** შესრულებული სამუშაოების შესახებ ყოველთვიური, კვარტალური, წლიური ანგარიშების მომზადება და წარდგენა  უშუალო ხელმძღვანელისათვის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, ბაკალავრის ხარისხი, ფინანსების/ეკონომიკის/ბიზნეს ადმინისტრირების სპეციალობით;
** სავალდებულოა შესყიდვების სფეროში მუშაობის  2 წლის სტაჟი;
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
** სავალდებულოა Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office Outlook მაღალ დონეზე ცოდნა.

სამართლებრივი აქტების ცოდნა:

** "სახელმწიფო შესყიდვის შესახებ საქართველოს კანონი";
** სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანება "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ";
** სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს N13 ბრძანება "გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე".  

პიროვნული მახასიათებლები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** პუნქტუალურობა.

დაინტერესებულმა პირებმა  მიმდინარე წლის 17 თებერვლის ჩათვლით გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე konkursi@water.gov.ge

გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!