ზესტაფონი

 2010 წლის აგვისტოს თვეში ,,ევროპის რეკონსტრუქციის ბანკის”  დაფინანსებით, ზესტაფონში მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების სარებილიტაციო პროექტის მეორე ეტაპი დაიწყება, რომლის საინვესტიციო ღირებულება 1 მილიონ 567 ათას 200 ლარით არის  განსაზღვრული. იგი 2011 წლის აგვისტოში დასრულდება. რის შემდეგაც, 14 საათამდე გაიზრდება სასმელი წყლის მიწოდების გრაფიკი.

,,აზიის განვითარების ბანკის” დაფინანსებით, კი 2011 წლის მაისში დაგეგმილია სამშენებლო სამუშაოების მესამე ეტაპი, რომელიც სავარაუდოდ, 2014 წელს უნდა დასრულდეს. Oორივე პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს და მისი დასრულების შემდეგ, ზესტაფონის  მოსახლეობა განახლებული სათავე ნაგებობიდან და მაგისტრალური ქსელიდან უგრაფიკოდ, 24 საათის მანძილზე მიიღებს სასმელ წყალს. პროექტის ღირებულება, სავარაუდოდ 105 მილიონ 572 ათას 900 ლარია.