ხაშური

 2011 წლის მაისის თვეში ,,აზიის განვითარების ბანკის”  დაფინანსებით, ხაშურის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების სარებილიტაციო პროექტი დაიწყება, რომლის საინვესტიციო ღირებულება 23 მილიონ 796 ათას 900 ლარით არის  განსაზღვრული. Pპროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს და მისი დასრულების შემდეგ (სავარაუდოდ 2013 წლის დეკემბერში), ხაშურის  მოსახლეობას წყალმომარაგებისა და წყალარინების მომსახურება გაუუმჯობესდება. მუნიციპალიტეტი  წყლის 24 საათიანი მიწოდების გრაფიკზე გადავა.